შესწორების თაობაზე მხოლოდ მის ცალკეულ მხარეთა შორის
1. მრავალმხრივი ხელშეკრულების ორ ან რამდენიმე მხარეს შეუძლია, დადოს შეთანხმება ხელშეკრულების შესწორების თაობაზე მხოლოს მათ შორის ურთიერთობაში, თუ:
a) ასეთი შესწორების შესაძლებლობა გათვალისწინებულია თვით ხელშეკრულებით; ან
b) ასეთი შესწორება არ იკრძალება ხელშეკრულებით და:
i) გავლენას არ ახდენს სხვა სახელმწიფოების მიერ, ხელშეკრულებით განსაზღვრული მათი უფლებებით სარგებლობასა და ნათ მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე;
ii) არ ეხება დებულებებს, რომლებისგანაც გადახვევა შეუთავსებელია მთლიანობაში ხელშეკრულების ობიექტისა და მიზნის ეფექტურ განხორცილებასთან.
2. თუ იმ შემთხვევაში, რომელზეც ვრცელდება 1-ლი (a) პუნქტის მოქმედება, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მაშინ აღნიშნული მხარეები სხვა მხარეებს აცნობებენ შეთანხმების დადების განზრახვისა და ხელშეკრულებაში იმ შესწორების შეტანის შესახებ, რომელსაც შეთანხმება ითვალისწინებს.
ნაწილი V. ხელშეკრულების ბათილობა, მოქმედების შეწყვეტა და შეჩერება
კარი 1. ზოგადი დებულებე