2.საფრანგეთთან მიმართებაში ასევე გამოიყენება ალჟირზე და საზღვაო დეპარტამენტებზე, ხოლო იტალიასთან მიმართებაში სომალის ტერიტორიაზე, რომელიც იმყოფება იტალიის ადმინისტრაციის ქვეშ.
3.. გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეუძლია წინამდებარე კონვენციის გამოყენება გაავრცელოს ბერლინის მიწაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
4.ნიდერლანდების სამეფოსთან მიმართებაში კონვენცია გამოიყენება მის ევროპულ ტერიტორიაზე. ნიდერლანდებს შეუძლია გაავრცელოს წინამდებარე კონვენციის გამოყენება ნიდერლანდურ ანტილის კუნძულებზე, სურინამზე და ნიდერლანდურ ახალ გვინიაზე, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის სახელზე შეტყობინების გაგზავნის გზით.
5.ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეთა შორის პირდაპირი მოლაპარაკებით და ამ მოლაპარაკების პირობის დაცვით წინამდებარე კონვენციის გამოყენება შესაძლებელია ამ მხარეთა ნებისმიერ ტერიტორიაზე, გარდა წინამდებარე მუხლის პირველი, მე–2, მე–3 და მე–4 პუნქტში ნახსენები ტერიტორიებისა, რომელთა საერთაშორისო ურთიერთობებზეც ის აგებს პასუხს