1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს დეპოზიტარისათვის რატიფიკაციის, მიღების ან მოწონების შესახებ ოცდამეხუთე დოკუმენტის ჩაბარების შემდეგ, მათ შორის თხუთმეტი სახელმწიფოს დოკუმენტების ჩათვლით, რომელთაგან თითოეულში ხდება ატომური სადგურის ექსპლუატაცია.
2. თითოეული სახელმწიფოსათვის ან ინტეგრაციული თუ სხვა ხასიათის რეგიონული ორგანიზაციისათვის, რომლებიც ახდენენ წინამდებარე კონვენციის რატიფიცირებას, მიღებას ან უერთდებიან ან ადასტურებენ მას უკანასკნელი დოკუმენტის ჩაბარების შემდგომ, რომელიც საჭიროა I პუნქტში გადმოცემული პირობების შესასრულებლად, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ოთხმოცდამეათე დღეს შესაბამისი დოკუმენტის დეპოზიტარისათვის ჩაბარების შემდგომ ასეთი სახელმწიფოს ან ორგანიზაციის მიე