ძალადობის მსხვერპლი ბავშვის ვინაობის, მისი ჯანმრთელობისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ მიღებული ინფორმაცია კონფიდენციალურია და მისი გამჟღავნება შესაძლებელია მხოლოდ რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტების შესაბამის უფლებამოსილ თანამშრომლებს შორის სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების მიზნით. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ბავშვის მშობლისათვის/მშობლებისათვის და კანონიერი წარმომადგენლისათვის, თუ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტი და ბავშვის მშობლებს ან შესაბამის მშობელს არ აქვთ/აქვს შეზღუდული ან ჩამორთმეული მშობლის უფლებ