1. რეფერირების პროცედურების ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის რეფერირების პროცედურებში ჩართულ სუბიექტებს შორის ბავშვის შესახებ ინფორმაციის გაცვლა ხდება წერილობითი ფორმით, ხოლო გადაუდებელ შემთხვევაში სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო საშუალების მეშვეობით.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და საქართველოს პროკურატურა, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებენ ბავშვზე ძალადობის შემთხვევების ერთიან ბაზას, რომელიც ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომია რეფერირების პროცედურებში ჩართული სუბიექტებისათვის. ბაზაში ხდება ბავშვზე ძალადობის ყველა შემთხვევის შესახებ ინფორმაციის თავმოყრა.
3. ბავშვზე ძალადობის ერთიანი ბაზის ტექნიკურ ადმინისტრირებას ახორციელებს პოლიცია.
4. თუ სააგენტოს ინიციატივით, ბავშვის დაცვის მიზნით, სასამართლოს მიერ გამოწერილია დამცავი ორდერი, სააგენტო აცნობებს საგანმანათლებლო ან/და სკოლისგარეშე სახელოვნებო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებებს, საბავშვო ბაღებს და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებას ბავშვის დაცვასთან დაკავშირებით გამოცემული ორდერის თაობაზე.
5. თუ ბავშვი განრიდების პროგრამაშია ჩართული ან პრობაციონერია, სააგენტო შეტყობინებას უგზავნის სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ - დანაშაულის პრევენციის ცენტრს.
6. ბავშვზე განხორციელებული ძალადობის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ბავშვის განცალკევებასა და მოძალადესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდება სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
7. მიუსაფარ ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ საიდენტიფიკაციო დოკუმენტის გაცემის თაობაზე სააგენტო ახორციელებს პოლიციის ინფორმირებას, მშობლის მიერ ბავშვის სახელმწიფო საზღვარზე არამართლზომიერად გადაყვანის თავიდან აცილების მიზნი