1. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ფარგლებში სააგენტო მონაწილეობს:

ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების პროცედურებში;

ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებში;

გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად, შესაბამის პროცედურებში.

2. საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების  პროცედურებში მონაწილეობისას სააგენტო ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, უზრუნველყოფს წერილობითი დასკვნის მომზადებას მეურვეობის უფლების მქონე პირის ბიოფსიქოსოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს შესახებ.

3. საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურების ფარგლებში სააგენტო:

ა) ცენტრალური ორგანოს ან სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში, ამზადებს წერილობით დასკვნას ბავშვის ფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და მის საცხოვრებელ გარემოსთან დაკავშირებით;

ბ) საქართველოში ბავშვის არამართლზომიერად ყოფნის პროცესში სასამართლო დავალების შესაბამისად აწარმოებს ზედამხედველობას მის ბიოფსიქოსოციალურ მდგომარეობასა და საცხოვრებელ გარემოზე;

გ)  ცენტრალური ორგანოს ან სასამართლოს მიმართვის შემთხვევაში,  ამზადებს წერილობით დასკვნას იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადაპტირებულია ბავშვი ახალ საცხოვრებელ გარემოში მისი არამართლზომიერი გადაადგილების ან არამართლზომიერი დაკავების შემდეგ;

დ) უფლებამოსილია, გამოითხოვოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია ბავშვის მდგომარეობის შესახებ ყველა შესაბამისი დაწესებულებიდან, მათ შორის, საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებიდან;

ე)  საქმის ადმინისტრაციული/სასამართლო წარმოებისა და აღსრულების პროცედურის ფარგლებში მოქმედებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, საჭიროების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბავშვს შეურჩევს სახელმწიფო ზრუნვის ფორმას და ახორციელებს ზედამხედველობას მის მდგომარეობაზე;

ვ) უფლებამოსილია, სააღსრულებო წარმოების დროს მხარეებს წარუდგინოს მოთხოვნა ბავშვის ფსიქოლოგიური მომზადების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით;

ზ) ბავშვის დაბრუნების საკითხზე სასამართლოში სამართალწარმოების დასრულებამდე უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილ ან არამართლზომიერად დაკავებულ ბავშვთან მეურვეობის უფლების მქონე პირის ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობას;

თ) ერთვება მოლაპარაკების პროცესში ვალდებულ მხარესთან ნებაყოფლობითი აღსრულების მიზნებისათვის როგორც ადმინისტრაციული წარმოებისას, ისე სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ;

ი) აღასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებით განსაზღვრული წესით და მონაწილეობს კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში ბავშვის უსაფრთხო დაბრუნების პროცესში.

4. ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, სააგენტო ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე უზრუნველყოფს ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების ხელშეწყობას.

5. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფ ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად სააგენტო, ცენტრალური ორგანოს მიმართვის შემთხვევაში, ამზადებს წერილობით დასკვნას ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის ფსიქოსოციალური მდგომარეობისა და საცხოვრებელი გარემოს  შესახე