1. მეურვეობის უფლების მქონე პირს ან ორგანოს, რომელიც ამტკიცებს, რომ ბავშვი საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად იქნა გადაადგილებული ან დაკავებული, შეუძლია, ბავშვის დაბრუნების მოთხოვნით მიმართოს საქართველოს ცენტრალურ ორგანოს.
2. ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებულ პირს, რომელიც ამტკიცებს, რომ კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ბავშვის მიმართ ვერ იყენებს ამ უფლებას, შეუძლია, არასრულწლოვანთან ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებით მიმართოს ცენტრალურ ორგანოს.
3. ცენტრალური ორგანოსათვის წარდგენილი შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ინფორმაცია, რომელიც შეეხება განმცხადებლის, ბავშვისა და იმ პირის ვინაობას, ვინც, სავარაუდოდ, ბავშვი არამართლზომიერად გადააადგილა, დააკავა ან ხელი შეუშალა ურთიერთობის უფლების განხორციელებას;
ბ) ბავშვის დაბადების თარიღი;
გ) სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, რომლებსაც ემყარება მეურვეობის უფლების მქონე პირის ან ორგანოს ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირის მოთხოვნა ბავშვის დაბრუნების ან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე;
დ) მეურვეობის/ბავშვთან ურთიერთობის უფლების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ვ) რწმუნებულება/მინდობილობა, თუკი განაცხადის ავტორი უშუალოდ არ არის მეურვეობის უფლების მქონე ან ურთიერთობის უფლების განხორციელებით დაინტერესებული პირი;
ზ) ინფორმაცია ბავშვისა და იმ პირის ადგილსამყოფლის შესახებ, ვისთანაც ბავშვი, სავარაუდოდ, იმყოფება;
თ) სასამართლოს ან სხვა ორგანოს მიერ საქმესთან დაკავშირებული გადაწყვეტილების ან მხარეთა წერილობითი შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ასლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ი) ბავშვის ბოლოდროინდელი ფოტოსურათი ან/და მისი ზუსტი აღწერილობა;
კ) საქმესთან დაკავშირებული სხვა ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცია;
ლ) საქართველოს ცენტრალური ორგანოს მიერ შემუშავებული განაცხადის ფორმა „არამართლზომიერად გადაადგილებული/დაკავებული ბავშვის საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების შესახებ