1. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხორციელდება ამ რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებით.

2. ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების შესახებ საქართველოს კომპეტენტური სასამართლოს გადაწყვეტილების/განჩინების აღსრულება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. აღსრულების საფუძველია კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაზე/განჩინებაზე სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი.

4. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას უზრუნველყოფს სააგენტოს ტერიტორიული ერთეული, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც იმყოფება ბავშვი, სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, აღსრულებით დაინტერესებული მხარის ან ცენტრალური ორგანოს წერილობითი მიმართვის შემდეგ.

5. აღსრულების დაწყებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა სააგენტოს ტერიტორიული ერთეული ვალდებულ მხარეს უგზავნის წერილობით მოთხოვნას გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების პირობებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში კანონით გათვალისწინებული სანქციების შესახებ.

6. მოთხოვნაში გადაწყვეტილების ნებაყოფლობითი შესრულების ვადა უნდა განისაზღვროს ინდივიდუალურად, საქმის სირთულისა და ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, მაგრამ არაუმეტეს  მოთხოვნის გაგზავნიდან 10 დღისა.

7. თუ ვალდებულ მხარეს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს ვერ ეცნობათ ამ მუხლის მე-5-მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია, ტერიტორიული ერთეული უფლებამოსილია, აღნიშნული პირებისათვის წერილობითი მოთხოვნის ჩაბარების უზრუნველყოფის მიზნით,  დახმარებისთვის მიმართოს პოლიცია