არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების მიმართვიანობის (რეფერირების) სისტემა მოიცავს:
ა) საქართველოს ტერიტორიიდან კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის საქართველოში დაბრუნების მიზნით საქართველოს შესაბამისი ორგანოების მიერ განსახორციელებელ პროცედურებს;
ბ) საქართველოს ტერიტორიაზე არამართლზომიერად შემოყვანილი ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოში დაბრუნების პროცედურებს;
გ) კონვენციით გათვალისწინებული ურთიერთობის უფლების განხორციელების უზრუნველსაყოფად განსახორციელებელ პროცედურებს.
რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტები და
მათი უფლება-მოვალეობე