რეფერირებისა და აღსრულების პროცედურების ძირითადი პრინციპებია:
ა) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების მიერ ბავშვის საუკეთესო ინტერესებით ხელმძღვანელობა;
ბ) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურების ყველა ეტაპზე სწრაფი და ეფექტიანი ზომების გამოყენება არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დასაბრუნებლად ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განსახორციელებლად;
გ) საქმის განხილვისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების მიერ ვალდებული მხარის წახალისება მოთხოვნის ნებაყოფლობით შესასრულებლად და დავის მოლაპარაკებით მოსაგვარებლად;
დ) მეურვეობისა და ურთიერთობის უფლებების ეფექტიანი განხორციელებ