1. „არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების თაობაზე მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების პროცედურების“ (შემდგომში – რეფერირებისა და აღსრულების პროცედურები) მიზანია არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის სწრაფი დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების მიმართვიანობისა (რეფერირებისა) და აღსრულების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება.
2. რეფერირებისა და აღსრულების პროცედურები განსაზღვრავს არამართლზომიერად გადაადგილებული ან არამართლზომიერად დაკავებული ბავშვის დაბრუნების ან ბავშვთან ურთიერთობის უფლების განხორციელების საქმეების განხილვისა და აღსრულების ხელშეწყობის მიზნით რეფერირებისა და აღსრულების პროცედურებში ჩართული სუბიექტების კოორდინირებულად მუშაობის წესს, რომელიც დაკავშირებულია გადაწყვეტილების მიღებისა და აღსრულების პროცესებთა