1. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას.
2. არასრულწლოვნის რეფერირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და მის შესახებ ინფორმაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის მიწოდებას;
ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას;
გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას;
დ) არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას;
ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას;
ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას;
ზ) უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას.
3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, არასრულწლოვნის რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის, არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5390
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (04.03.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 73. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირება 1. რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტოში ფუნქციონირებს სააგენტოს სტრუქტურული ერთეული − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის კოორდინაციას. 2. არასრულწლოვნის რეფერირება მოიცავს შემდეგ ეტაპებს: ა) რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის იდენტიფიცირებას და მის შესახებ ინფორმაციის არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის მიწოდებას; ბ) არასრულწლოვნის მდგომარეობისა და ინდივიდუალური საჭიროებების შეფასებას; გ) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში ჩართვას; დ) არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერი სერვისების უზრუნველყოფასა და განვითარებას; ე) არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელებას; ვ) შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდეგ მონიტორინგის განხორციელებას; ზ) უკიდურეს შემთხვევაში არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნას. 3. არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემა და მასში მონაწილე უწყებები/დაწესებულებები, არასრულწლოვნის რეფერირების ეტაპების შესაბამისი პროცედურები (მათ შორის, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები) და არასრულწლოვანთა რეფერირების სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის X2 თავით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის VII9 თავით, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. 4. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებას, არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის მონიტორინგის, არასრულწლოვნის შესაბამის სერვისში/პროგრამაში მონაწილეობის მონიტორინგისა და არასრულწლოვნის მდგომარეობაზე ზედამხედველობის განხორციელების მეთოდოლოგიას, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებულ სხვა სამართლებრივ აქტებს ამტკიცებს მინისტრი [მუხლი 74 . მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება 1. სავალდებულოა მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღება „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. მსჯავრდებულისგან ბიოლოგიური ნიმუშის აღების, მისი გენეტიკური პროფილის განსაზღვრისა და დნმ-ის მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის მიზნით სააგენტო თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესით უზრუნველყოფს მსჯავრდებულის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში წარდგენის ხელშეწყობას. 4. ამ მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომლის გენეტიკური პროფილი რეგისტრირებულია დნმ-ის მონაცემთა ბაზაში. (ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივნისიდან)] თავი II. სააგენტოს მოსამსახურე საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: სსმ, 24, 02/07/2007.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება