1. სააგენტოს მიზანია ამ კანონით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულებით, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებითა და მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციითა და რეაბილიტაციით საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.

3. მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით სააგენტო თანამშრომლობს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრთან, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. სააგენტო უფლებამოსილია მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით დააფინანსოს კულტურული, სოციალური, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა ღონისძიებები.

5. სააგენტო უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

6. (ამოღებულია - 15.12.2023, №3990).

7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.

8. სააგენტოს კუთვნილი ელექტრონული მონიტორინგისა და სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებების გამოყენება, ამ მუხლით განსაზღვრული მიზნების გარდა, აგრეთვე შესაძლებელია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სხვა მიზნებისთვის. ტექნიკური საშუალებების ამგვარი გამოყენება შეიძლება ითვალისწინებდეს სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის გარკვეული საფასურის მიღებასაც, რომელიც სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და სააგენტოს კანონით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას და მიზნების განხორციელებას ხმარდება.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2011 წლის 11 ნოემბრის კანონი №5266 - ვებგვერდი, 24.11.2011წ.

საქართველოს 2011 წლის 27 დეკემბრის კანონი №5626 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.

საქართველოს 2013 წლის 4 ოქტომბრის კანონი №1470 - ვებგვერდი, 16.10.2013წ.

საქართველოს 2013 წლის 13 დეკემბრის კანონი №1781 - ვებგვერდი, 28.12.2013წ.

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3990 – ვებგვერდი, 26.12.2023