1. სააგენტოს ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, რომლებსაც „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობებზე ნიშნავს და თანამდებობებიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

3. სააგენტოს უფროსსა და მის მოადგილეებზე ვრცელდება ამ მუხლის მე-8 პუნქტის, აგრეთვე ამ კანონის 81 მუხლის, 115 მუხლის (გარდა იმავე მუხლის „ი“ და „კ“ ქვეპუნქტებისა), 1113 მუხლისა (გარდა იმავე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა) და 1118 მუხლის (გარდა იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“−„ი“ ქვეპუნქტებისა) მოქმედება.

4. სააგენტოში, მათ შორის, პრობაციის ბიუროში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ საჯარო მოსამსახურეები (შემდგომ – მოსამსახურე).

5. მოსამსახურეს (გარდა ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული მოსამსახურეებისა) ამ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი.

6. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთან შესაბამის ხელშეკრულებას „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დებს და წყვეტს სააგენტოს უფროსი. სააგენტოში ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

7. პირი სააგენტოში შეიძლება მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.

8. მოსამსახურეს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ენიჭება სახელმწიფო სპეციალური წოდება. სააგენტოს სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

9. სააგენტოს საჭიროების შემთხვევაში მოსამსახურის პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი (შემდგომ – სასწავლო ცენტრი).

10. პრობაციის ოფიცერსა და მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ცალკეულ მოსამსახურეებს სახელმწიფო უზრუნველყოფს სამსახურებრივი ფორმის ტანსაცმლით, რომლის ნიმუშსა და გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.

11. სააგენტო მოსამსახურეს უზრუნველყოფს სამსახურებრივი მოწმობით, რომლის ფორმას ამტკიცებს მინისტრი.

საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1933 - სსმ I, №35, 19.11.2009 წ., მუხ.238

საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4047 - სსმI №75, 27.12.2010 წ., მუხ.481

საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3130 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.

საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5390 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.

საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1330 – ვებგვერდი, 25.12.2025