1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სპეციალისტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგებისა და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ.
2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ დადებითი შედეგების მიღწევის მიუხედავად, არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდა და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
3. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებაში ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად.
4. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის აღსრულებას.
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5666 - ვებგვერდი, 12.01.2012წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2019 წლის 29 ნოემბრის კანონი №5406 – ვებგვერდი, 10.12.2019წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.11.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 29.11.2019 კანონი №5406
- 28.12.2011 კანონი №5666
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 489. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების გადასინჯვა 1. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულების უფლებამოსილი პირი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად სპეციალისტთა ჯგუფს წარუდგენს ინფორმაციას არასრულწლოვნის მიერ მიღწეული დადებითი შედეგებისა და არსებული სირთულეების შესახებ. არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის, ხოლო საჭიროების შემთხვევაში − აგრეთვე არასრულწლოვანსა და სხვა პირებთან გასაუბრების საფუძველზე სპეციალისტთა ჯგუფი უფლებამოსილია მისთვის მიმართვიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა მიიღოს გადაწყვეტილება არასრულწლოვნის მიმართ გამოყენებული ღონისძიების შეწყვეტის, შეცვლის ან ვადის გაგრძელების შესახებ. 2. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადა გაგრძელდება იმ შემთხვევაში, თუ, არასრულწლოვნის მიერ დადებითი შედეგების მიღწევის მიუხედავად, არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია სრულად ვერ განხორციელდა და სხვა ღონისძიების გამოყენება არ იქნება საკმარისი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 3. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება გაუქმდება იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებაში ყოფნა აღარ არის აუცილებელი რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნის სოციალიზაციის, რეაბილიტაციის და დანაშაულის პრევენციის მისაღწევად. 4. არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში ყოფნის ვადის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალისტთა ჯგუფი სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით წარუდგენს შუამდგომლობას. სასამართლოსთვის შუამდგომლობის წარდგენა საჭირო არ არის, თუ არასრულწლოვნის კანონიერი წარმომადგენელი/ფაქტობრივი მზრუნველი ეთანხმება სპეციალისტთა ჯგუფის გადაწყვეტილებას და ხელს არ უშლის მის აღსრულებას. თავისაქართველოს XI.2018 ზოგადსაგანმანათლებლოწლის დაწესებულების5 სახელმწიფოივლისის კონტროლი,კანონი ქონება,№3025 დაფინანსება,– ანგარიშგებავებგვერდი, და ბუღალტრული აღრიცხვა11.07.2018წ.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება