1. სააგენტოში ბავშვზე ძალადობის საფუძვლიანი ეჭვის შესახებ შეტყობინების შესვლისთანავე სოციალური მუშაკი ახორციელებს ვიზიტს ბავშვთან.

2. სოციალური მუშაკი, საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ფსიქოლოგთან ერთად აფასებს ბავშვს და მისი უსაფრთხოების რისკებს, ადგენს ინდივიდუალური განვითარების გეგმას, უწევს ოჯახის წევრ(ებ)ს/კანონიერ წარმომადგენელს/სხვა პასუხისმგებელ პირს კონსულტირებას ან/და რეფერირებას საჭირო მომსახურებაში (მინდობით აღზრდა, ბავშვთა სპეციალიზებული დაწესებულება ან თავშესაფარი).

3. თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის შეფასების შედეგად დადგინდა, რომ საქმე ეხება გადაუდებელ შემთხვევას, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას და იძახებს  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას.

4. თუ ბავშვთან ვიზიტის დროს სოციალური მუშაკის მიერ ჩაითვალა საჭიროდ ბავშვის ერთ მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან/სხვა პასუხისმგებელ პირთან ერთად ან მარტო უსაფრთხო გარემოში გადაყვანა, იგი დაუყოვნებლივ მიმართავს პოლიციას.

5. იმ შემთხვევაში, თუ ბავშვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას არ ემუქრება საფრთხე, მაგრამ ოჯახის წევრ(ებ)ი/კანონიერი წარმომადგენელი/სხვა პასუხისმგებელი პირი უარს აცხადებს სააგენტოსთან თანამშრომლობაზე, სააგენტოს უფლება აქვს, მიმართოს სასამართლოს დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნი