1. სააგენტო, ბავშვზე განხორციელებული ძალადობის ან ძალადობის ეჭვის შემთხვევაში, საქმის განხილვას იწყებს სააგენტოში შესული წერილობითი, სატელეფონო ან/და სხვა საკომუნიკაციო შეტყობინების საფუძველზე, ასევე სააგენტოს მიერ მოძიებულ შემთხვევებში. ასეთი შემთხვევების მართვის დროს იგი მოქმედებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა ინსტრუქციის შესაბამისად.
2. სააგენტო მიმართვიანობის სისტემაში ერთვება იმ შემთხვევებში, თუ:
ა) ძალადობის ფაქტი დადასტურებულია და ბავშვი მოთავსებულია დროებით საცხოვრებელში ოჯახის ან/და მუდმივი ადგილსამყოფლის გარეთ;
ბ) მიღებული ინფორმაცია იძლევა საფუძვლიან ეჭვს, რომ ბავშვზე განხორციელდა ან ხორციელდება ძალადობა.
3. თუ სააგენტოში შესული სატელეფონო ზარის მიხედვით აღწერილი მდგომარეობა შეესაბამება გადაუდებელ შემთხვევას, სააგენტო პოლიციას ატყობინებს და ახორციელებს ამ პროცედურებით დადგენილ ღონისძიებებ