1. ბავშვზე ძალადობის თაობაზე ინფორმაციის შეტყობინების მიზნით მოქმედებს შემდეგი სატელეფონო „ცხელი ხაზი“:
ა) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზი“ - 15-05;
ბ) სსიპ - ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის „ცხელი ხაზი“:
ბ.ა) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 116-006;
ბ.ბ) ტრეფიკინგის მსხვერპლთა/დაზარალებულთა საკონსულტაციო „ცხელი ხაზი“ - 2 100 229;
გ) საგანგებო და გადაუდებელი დახმარების ნომერი - 112.
2. დაინტერესებულ პირს/ორგანიზაციას/დაწესებულებას „ცხელ ხაზზე“ შეუძლია მიიღოს ინფორმაცია, ბავშვზე ძალადობის საკითხებზე. ასევე „ცხელი ხაზ(ებ)ის“ მეშვეობით შესაძლებელია, სააგენტოს მიაწოდონ ინფორმაცია ბავშვზე ძალადობის ან შესაძლო ძალადობის შესახე