1. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორის) თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ე) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ე.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ე.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ვ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

ზ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

თ) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

ი) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

კ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

ლ) გუნდურად მუშაობის უნარი;

მ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ნ) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ფინანსური მართვისა და ადმინისტრაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტის ადმინისტრაციული უზრუნველყოფის სამმართველოს სპეციალისტის (ცხელი ხაზის ოპერატორის) თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) უცხოური ენის ცოდნ