1. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დარგში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის ძალიან კარგად ცოდნა (სასურველია რუსული ენის კარგად ცოდნა);

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ.ბ) „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

მ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

გ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.

თავი IX

გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახუ