1. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი იურიდიული ან ეკონომიკური განათლება;
ბ) მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსები;
ვ.გ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. გამარტივებული შესყიდვის შეთანხმების სამსახურის სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
გ) უცხოური ენის ცოდნა.
ანალიტიკური სამსახუ