1. ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკოსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ა) უმაღლესი განათლება;
ბ) ანალიტიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;
გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;
დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;
ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;
ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;
ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;
ზ) გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;
ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;
კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;
ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;
მ) გუნდურად მუშაობის უნარი;
ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.
2. ანალიტიკური სამსახურის ანალიტიკოსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:
ა) ბიზნეს ანალიტიკის სისტემისა (Business Intelligence) და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;
ბ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;
გ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
დ) დამატებითი უცხოური ენის ცოდნა.
კონსოლიდირებული ტენდერების სამსახუ