1. ანალიტიკური სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად დგინდება შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ანალიტიკურ სფეროში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) ქართული ენის ძალიან კარგად ცოდნა;

დ) ინგლისური ენის კარგად ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა;

ვ) შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:

ვ.ა) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები;

ვ.ბ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 23 აპრილის №306 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს დებულება და სტრუქტურა“;

ზ) ხელმძღვანელობის, ზედამხედველობისა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;

თ) პასუხისმგებლობის გრძნობა;

ი) ანალიტიკური აზროვნების უნარი;

კ) გამართულად წერისა და მეტყველების უნარი;

ლ) საკუთარი პოზიციის დასაბუთების უნარი;

მ) გუნდურად მუშაობის უნარი;

ნ) სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

ო) შრომისმოყვარეობა და თვითგანვითარებაზე ორიენტირებულობა.

2. ანალიტიკური სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად უპირატესობად ჩაითვლება:

ა) ბიზნეს ანალიტიკის სისტემისა (Business Intelligence) და სხვა ანალიტიკური ინსტრუმენტების ცოდნა;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

გ) ადმინისტრაციულ ორგანოში მუშაობის გამოცდილება;

დ) სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) დამატებითი უცხოური ენის ცოდნ