წინამდებარე კონვენციაში, დანართის ჩათვლით, შესწორებები შეიძლება შეტანილ იქნეს ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ ამ მუხლში დადგენილი პროცედურის შესაბამისად.
წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებით შემოთავაზებულ ნებისმიერ შესწორებას მე–7 დანართში მოცემული პროცედურის წესების შესაბამისად განიხილავს ყველა მხარისაგან შემდგარი ადმინისტრაციული კომიტეტი. ნებისმიერ ასეთ შემოწმებას, რომლის განხილვა ან შემუშავება ხდება ადმინისტრაციული კომიტეტის სესიაზე და რომელიც ამ სესიის მიერ არის მოწონებული, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის ხელშემკვრელ მხარეებს მიღებისათვის.
წინა პუნქტის შესაბამისად გაგზავნილი ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორება ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის ძალაში შედის შემოთავაზებული შესწორების შესახებ შეტყობინების თარიღის შემდეგ თორმეტთვიანი პერიოდის გასვლიდან სამი თვის შემდეგ, თუ ამ ხნის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა რომელიმე ქვეყნიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს ან ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს ან ეკონომიკური ინტერაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციიდან, რომელიც ხელშემკვრელ მხარეს წარმოადგენს და მომქედებს მე–16 მუხლის მე–2 პუნქტში მითითებული პირობების შესაბამისად, არ მიიღო შემოთავაზებული შესწორების საწინააღმდეგო მოსაზრებები.
შემოთავაზებული შესწორების მიმართ საწინაა    ღმდეგო აზრის გამოთქმის შემთხვევაში, რომელიც ამ მუხლის მე–3 პუნქტის შესაბამისად იქნება გაკეთებული, შესწორება არ ითვლება მიღებულად და მასთან დაკავშირებით არავითარი ზომები არ ხორციელდება