1984 წლის 31 მარტის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი წინამდებარე კონვენციის ორ სათანადოდ დამოწმებულ ასლს უგზავნის ყოველ ხელშემკვრელ მხარეს და ყველა სახელმწიფოს, რომლებიც არ წარმოადგენენ ხელშემკვრელ მხარეებს.
შესრულებულია ჟენევაში 1982 წლის 21 ოქტომბრის ერთ დედნად, რომლის ინგლისური, ესპანური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად აუთენტიკურია.
ამის დასადასტურებლად ქვემოთ ხელისმომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც საამისოდ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას