წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის სამი თვის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც ხუთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს თავიანთ დოკუმენტებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესაებ.
მას შემდეგ, რაც ხუთი სახელმწიფო შესანახად გადასცემს თავიანთ დოკუამენტებს რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ, წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის ყველა შემდგომი ხელშემკვრელი მხარეებისათვის მათ მიერ რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ დოკუმენტების შესანახად გადაცემის დღიდან სამი თვის შემდეგ.
რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ ნებისმიერი დოკუაენტი, რომელიც შესანახად გადაეცემა წინამდებარე კონვენციის რომელიმე შესწორების ძალაში შესვლის შემდეგ, წინამდებარე კონვენციის შეცვლილ ტექსტს მიეკუთვნება.
ნებისმიერი ასეთი დოკუმენტები, რომელიც გადაეცემა შესანახად 22-ე მუხლში გათვალისწინებული პროცედურის მიხედვით მიღებული რაიმე შესწორების შემდეგ, მაგრამ მის ძალაში შესვლამდე, მიეკუთვნება წინამდაბარე კონვენციის შეცვლილ ტექსტს ამ შესწორეის ძალაში შესვლის დღიდან