ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია წინამდებარე კონვენციის ხელმოწერის, რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან მასთან შეერთების მომენტში განაცხადოს, რომ იგი არ თვლის თავს შეზღუდულად ამ კონვენციის მე–20 მუხლის 2-7 პუნქტებით. სხვა ხელშემკვრელი მხარეები არ იქნებიან დაკავშირებულნი ამ პუნქტებთან ნებისმიერი ხელშემკურელი მხარის მიმართ, რომელმაც ასეთი შენიშვნა გააკეთა.
ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე, რომელმაც ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად შემოიტანა შენიშვნა, შეუძლია ნებისმიერ დროს მოხსნას ეს შენიშვნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის შეტყობინების გზით.
გარდა ამ მუხლის 1 პუნქტში გათვალისწინებული შენიშვნებისა, არავითარი სხვა შენიშვნა წინამდებარე კონვენციის მიმართ არ დაიშვება