წინამდებარე კონვენცია, რომელიც შესანახად გადაეცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალუ მდივანს, ღიაა ყველა ქვეყნისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს სუვერენული სახელმწიფოებისაგან შემდგარი რეგიონალური ორგანიზაციებისათვის, რომლებიც კომპეტენტურნი არიან და წინამდებარე კონვენციაში გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული მოლაპარაკებების წარმოებაში, საერთაშორისო შეთანხმებების დადებასა და გამოყენებაში.
პუნქტ 1-ში ნახსენები ეკონომიკური ინტეგრაცისი სფეროს რეგიონალურ ორგანიზაციებს მათ კომპეტეპნციაში შემავლა საკითხებთან დაკავშირებით შეუძლიათ თავისი სახელით განახორციელონ უფლებები და შეასრულონ ვალდებულებები, რომლებსაც ითვალისწინებს წინამდებარე კონვენცია იმ წევრი–სახელმწიფოებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ ამ კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს. ამ შემთხვევაში ასეთი ორგანიზაციების წევრ–სახელმწიფოებს არ შეუძლიათ დამოუკიდებლად განახორციელონ ეს უფლებები, ხმის უფლების ჩათვლით.
სახელმწიფოებს და ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს ზემოხსენებულ რეგიონალურ ორგანიზაციებს შეუძლიათ გახდნენ წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები:
რატიფიკაციის, მიღების ან დამტკიცების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით მისი ხელმოწერის შემდეგ ან
შეერთების შესახებ დოკუმენტის შესანახად გადაცემის გზით.
წინამდებარე კონვენცია ღია იქნება ყველა სახელმწიფოებისა და პუნქტ 1-ში ნახსენები ეკონომიკური ინტეგრაციის სფეროს რეგიონალური ორგანიზაციების მიერ ხელმოწერისათვის გაერთიანებული ერების ორგანპზაციის განყოფილებაში ჟენევაში 1983 წლის 1 აპრილიდან 1984 წლის 31 მარტის ჩათვლით;
1983 წლის 1 აპრილიდან იგი ღია იქნება აგრეთვე შეერთებისათვის.
დოკუმენტები რატიფიკაციის, მიღების, დამტკიცების ან შეერთების შესახებ შესანახად გადაცემა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს