(1) ნებისმიერ სახელმწიფოს შეუძლია არაუგვიანეს რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთებისა, ან 59-ე მუხლის საფუძველზე განცხადების გაკეთებისას, გააკეთოს ერთი და ორივე 54-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და 55-ე მუხლით გათვალისწინებული დათქმა. არანაირი სხვა დათქმა არ არის დაშვებული.
(2) ნებისმიერ სახელმწიფოს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს მის მიერ გაკეთებული დათქმა. გაუქმების შესახებ უნდა ეცნობოს დეპოზიტარს.
(3) დათქმა წყვეტს მოქმედებას წინამავალ პუნქტში მოხსენიებული შეტყობინებიდან მესამე კალენდარული თვის პირველ დღეს