(1) თუ სახელმწიფოს შემადგენლობაში შედის ორი ან მეტი ტერიტორიული ერთეული, სადაც გამოიყენება სხვადასხვა სამართლებრივი სისტემა წინამდებარე კონვენციის მიერ რეგულირებად საკითხებთან მიმართებაში, ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცების ან მიერთებისას ამ სახელმწიფოს შეუძლია განაცხადოს, რომ კონვენცია ვრცელდება მის ყველა ან მხოლოდ ერთ ან ერთზე მეტ ტერიტორიულ ერთეულზე, და შეუძლია შეცვალოს აღნიშნული განცხადება ნებისმიერ დროს სხვა განცხადების შეტანის გზით.
(2) დეპოზიტარი აცნობებს ნებისმიერი ასეთი განცხადების შესახებ, აღნიშნულ განცხადებაში ნათლად უნდა იყოს მითითებული ის ტერიტორიული ერთეულები, რომელთა მიმართაც გამოიყენება კონვენცია.
(3) თუ სახელმწიფო არ გააკეთებს ამ მუხლით გათვალისწინებულ განცხადებას, კონვენცია გავრცელდება მის ყველა ტერიტორიულ ერთეულზე.