1. წინამდებარე კონვენციის არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტის მიმართ აკრძალვების ან შეზღუდვების შემოღებას საზოგადოებრივი წესრიგის, კერძოდ კი საზოგადოებრივი უსაფრთხოების, მორალისა და ჯანმრთელობის დაცვის ანდა გარემოს, კულტურული მემკვიდრეობის ან სამრეწველო, კომერციული და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით.
2. მიუხედავად ამისა, ხელშემკვრელი მხარეები ესწრაფვიან გამოიყენონ კონტროლი იმ სახეობების მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ზემოთ მოყვანილ პუნქტ 1-ში მითითებულ გამოყენებასთან, როცა ეს შესაძლებელია კონტროლის ასეთი სახეობების ეფექტურობაზე ზიანის მიყენების გარეშე, წინამდებარე კონვენციის, კერძოდ 6-9 მუხლების დებულებები