კონტროლის სამსახურების სათანადო ფუნქციონირებისათვის ხელშემკვრელი მხარეები უნდა უზრუნველყოფდნენ იმას, რომ მოცემულ სამსახურებს შესაძლებლობის ფარგლებში და ეროვნული კანონმდებლობის ფარგლებში თავის განკარგულებაში ჰქონდეთ:
a) კვალიფიციური პერსონალის საკმარისი რაოდენობა გადაზიდვის მოთხოვნების გათვალისწინებით;
b) აღჭურვილობა და მოწყობილოა, რომლებიც აუცილებელია შემოწმების ჩატარებისათვის იმ ტრანსპორტრისა და ტვირთების სახეობათა გათვალისწინებით, რომლებიც ექვემდებარებიან კონტროლს გადაზიდვის მოთხოვნით;
c) ოფიციალური ინსტრუქციები თანამდებობის პირთათვის, რათა ისინი მოწმდებოდნენ საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმეების თანახმად და აგრეთვე მოქმედი ეროვნული მითითებების შესაბამისად