წინამდებარე კონვენციის შეაბამისად:
a)„საბაჟოში“ იგულისხმება სახელმწიფო სამსახური, რომელიც პასუხს აგებს საბაჟო კანონმდებლობის შესრულების უზრუნველყოფაზე და საიმპორტო და საექსპორტო ბაჟისა და გადასახადების აკრეფაზე და აგრეთვე სხვა კანონებისა და წესების გამოყენებაზე, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად ეხება ტვირთის შემოტანას, ტრანზიტსა და გადატანას;
b) „საბაჟო კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება ზომები, რომლებსაც იღებენ იმ კანონებისა და წესების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, რომელთა დაცვაზე პასუხისმგებლობა საბაჟოებს ეკისრებათ;
e) „სამედიცინო–სანიტარული კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც ხორციელდება ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინალური კონტროლის გამოკლებით;
d) „ვეტერინალური კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება სანიტარული კონტროლი, რომელიც ხორციელდება ცხოვლებეისა და ცხოველური წარმოშობის პროდუქტების მიმართ ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, აგრეთვე იმ საგნებისა და ტვირთის კონტროლი, რომლებიც ეშსაძლოა ცხოვლებეის ავადმყოფოაბთა გადამტანებს წარმოადგენდნენ;
e) „ფიტოსანიტარული კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც სახელმწიფო საზღვრებზე მცენარეთა და მეცნიერული წარმოშობის პროდუქტების მავნებლების გავრცელებისა და გადზიდვის თავიდან ასაცილებლად არის მიმართული;
f)„ტექნიკურ სტანდარტებთან შესაბამისობის კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება კონტროლი, რომელიც უზრუნველყოფს ტვირთების შესაბამისი კანონებითა და წესებით განსაზღვრული საერთაშორისო ან ეროვნული სტანდარტების მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას;
g) „ხარისხის კონტროლის“ ქვეშ იგულისხმება ზემოთ ჩამოთვლილისაგან განსხვავებული ყველა სხვა კონტროლი, რომელიც ხორციელდება ტვირთების შეასაბამისი კანონებითა და წესებით დადგენილ I ხარისხის მინიმალურ საერთაშორისო ან ეროვნულ მაჩვენებლებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით;
h) „კონტროლის სამსახურის“ ქვეშ იგულისხმება ნებისმიერი სამსახური, რომელსაც რეგულარულად საიმპორტო, საექსპორტო ან სატრანზიტო ტვირთები
საერთაშორისო კონვენცია საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ
მუხლი 1. განსაზღვრებები
თავი I — ზოგადი დებულებები
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. კონვენციის მიზანი
- მუხლი 3. გამოყენების სფერო
- მუხლი 5. სამსახურის განკარგულებაში მყოფი საშუალებები
- მუხლი 6. საერთაშორისო თანამშრომლობა
- მუხლი 7. თანამშრომლობა მეზობელ ქვეყნებს შორის
- მუხლი 9. დოკუმენტები
- მუხლი 10. სატრანზიტო ტვირთი
- მუხლი 11. საზოგადოებრივი წესრიგი
- მუხლი 12. საგანგებო ზომები
- მუხლი 14. დამოკიდებულება სხვა ხელშეკრულებებთან
- მუხლი 15. წინამდებარე კონვენცია არ ეწინააღმდეგება უფრო ფართო შეღავათების გამოყნებას, რომელთა ურთიერთგაცემასაც მოისურვებს 2 ან მეტი ხელეშმკვრელი მხარე, და არ ლახავს მე–16 მუხლში მოხსენიებულ ეკონომიკური ინტეგრაცი
როგორ დავიმოწმოთ
სამართლებრივი აქტი „საერთაშორისო კონვენცია საზღვრებზე ტვირთის კონტროლის ჩატარების პირობების შეთანხმების შესახებ“, მუხლი 1. ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1211615/muxli-1/