ნებისმიერი დავა ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან დაკავშირებით, შეძლებისდაგვარად შეიძლება მოგვარდეს მათ შორის მოლაპარაკებით ან დავის მოგვარების სხვა საშუალებებით.
ნებისმიერი დავა ორ ან მეტ ხელშემკვრელ მხარეს შორის წინამდებარე კონვენციის განმარტებასთან ან გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ვერ მოგვარდება ამმუხლის პუნქტ 1-ით გათვალისწინებული საშუალებებით, ერთ–ერთი მხარის თხოვნით გადაეცემა საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელიც შემდეგნაირადაა შედგენილი: დავის ყოველი მხარე ნიშნავს არბიტრს და ეს არბიტრები ნიშნავენ სხვა არბიტრს, რომელიც თავმჯდომარე.
მე–2 პუნქტის დებულებების შესაბამისად დანიშნული საარბიტრა(ო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და სავალდებულოა დავაში მონაწილე მხარეებისთვის.
საარბიტრაჟო სასამართლო ადგენს პროცედურის თავის წესებს.
საარბიტრაჟო სასამარლო თავის გადაწყვეტილებას იღებს ხმების უმრავლესობით დავის მონაწიელ მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებებისა და საერთო საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ნებისმიერი უთანხმოება, რომელიც შეიძლება წამოიჭრას მონაწილე მხრაეებს შორის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების განმარტებასა და შესრულებასთან დაკავშირებულ დავაში, შეიძლება ნებისმიერმა მხარემ გადასცეს განსახილველად იმ საარბიტრაჟო სასამართლოს, რომელმაც მიიღო ეს გადაწყვეტილება.
დავის ყოველი მხარე თავის თავზე იღებს მის მიერ დანიშნული არბიტრის და საარბიტრაჟო განხილვაში თავისი წარმომადგენლების მომსახურებასთან დაკავშირებულ ხარჯებს; თავმჯდომარის მომსახურებასთან დაკავშირებულ და სხვა ხარჯბს დავის მონაწილე მხარეები თანაბრად გაიღებენ