1. 21-ე მუხლში ჩამოყალიბებული შესწორებების შეტანის პროცედურის მიუხედავად, დანართებში 1, 4, 5 და 6 შესწორებების შეტანა შეიძლება ისე, როგორც ეს წინამდებარე მუხლითაა გათვალისწინებული და დანართში 7 ჩამოყალიბებული პროცედურის წესების შესაბამისად.

2. ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარე შესწორებების შეტანის შესახებ წინადადებებს უგზავნის საბაჟო თანამშრომლობის საბჭოს. საბაჟო თანამშრომლობის საბჭო აცნობებს მათ შეთანხმების მხარეებსა და მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენენ და იწვევს ადმინისტრაციულ კომიტეტს.

3. ნებისმიერი შესწორება, რომელიც შემოთავაზებული იქნება წინამდებარე პუნქტის შესაბამისად ან შემუშავებული კომიტეტის სესიაზე და მიღებული კომიტეტში დამსწრეთა და ხმის მიმცემთა უმრავლესობის – ორი მესამედის მიერ, ეგზავნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს.

4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი უგზავნის შესწორებას ხელშემკვრელ მხარეებს მიღებისათვის და აგრეთვე მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც შეთანხმების მხარეებს არ წარმოადგენენ, ინფორმაციისათვის.

5. შესწორება მიღებულად ითვლება, თუ შეთანმხების ერთი მეხუთედი ან ხუთივე მხარე, ამასთან მხედველობაში მიიღება უმცირესი ამ ორი რიცხვიდან, არ აცნობებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მიერ შემოთავაზებული ცვლილებების ხელშემკვრელი მხარეებისათვის გაგაზვნის მომენტიდან, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ამ წინადადებისა. იმ შესწორების მიმართ, რომელიც არ მიიღება, არავითარი ზომები არ არის გათვალისწინებული.

6. თუ შესწორებას იღებენ, ის ძალაში შედის ყველა ხელშემკვრელი მხარისათვის, რომელთაც არ გამოთქვეს მისი საწინააღმდეგო აზრი, წინა პუნქტში ხსენებული თორმეტთვიანი პერიოდის გასვლიდან სამი თვის შემდეგ ან სიეთ უფრო მოგვიანებით ვადაში, რომლის განსაზღვრაც კომიტეტს შეუძლია მისი მიღების მომენტში. შესწორების მიღების მომენტში კომიტეტს შეუძლია აგრეთვე გადაწყვიტოს, რომ გარდამავალი პერიოდის განმავლობაში არსებული დებულებები ძალაში დარჩება მთლიანად ან ნაწილობრივ ასეთ შესწორებასთან ერთად.

7. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური მდივანი შესწორების ძალაში შესვლის თარიღს აცნობებს ხელშემკვრელ მხარეებს და ინფორმაციას აწვდის მე-18 მუხლში ხსენებულ სახელმწიფოებს, რომლებიც ხელშემკვრელ მხარეებს არ წარმოადგენე