წინამდებარე კონვენციის დედანი, ინგლისური, ესპანური, ჩინური, რუსული და ფრანგული ტექსტები თანაბრად ავთენტიკური არიან და გადაეცემა შესანახად გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომელიც სათანადოდ დამოწმებულ ასლებს უგზავნის მე-18 მუხლში მითითებულ ყველა სახელმწიფოს.
რის დასადასტურებლადაც ქვემორე ხელის მომწერნი სრულუფლებიანი წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთი მთავრობების მიერ სათანადოდ უფლებამოსილნი არიან, ხელს აწერენ წინამდებარე კონვენციას.
შესრულებულია ჟენევაში ათას ცხრაას სამოცდათორმეტი წლის ორ დეკემბერს.
დანართი 1
დებულებები კონტეინერების ნიშანდების შესახებ
1. სათანადოდ გამოსაჩენ ადგილას კონტეინერზე მყარად უნდა იყოს დატანილი შემდეგი ინფორმაცია:
a) მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს იდენტიფიკაციური მონაცემები;
b) კონტეინერების ამოსაცნობი ნიშნები და ნორმები, მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს მონაცემები; და
c) კონტეინერის ტარის წონა, მისი მთელი მუდმივი მოწყობილობის ჩათვლით.
2. ქვეყანა, რომელსაც ეკუთვნის კონტეინერი, შეიძლება აღინიშნოს მთლიანად ან განმასხვავებელი ნიშნის მეშვეობით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო მოძრაობაში მყოფი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ქვეყნის აღსანიშნავად. ყოველ ქვეყანაში მისი დასახელების ან განმასხვავებელი ნიშნის კონტეინერებზე აღნიშვნის საკითხი შეიძლება მოწესრიგდეს ეროვნული კანონმდებლობით. მფლობელის ან კონტეინერის ექსპლუატაციის საწარმოს იდენტიფიკაციური მონაცემები შეიძლება მიეთითოს ან მთლიანად ან ინიციალების მეშვეოით იმ პირობით, რომ უკანასკნელნი, გარდა ემბლემებისა და დროშებისა, ადრე დადგენილ ამოსაცნობ ნიშანს წარმოადგენენ.
3. საბაჟო ბეჭდითა და პლომბებით გადაზიდვებში დაშვებულ კონტეინერებზე აღინიშნება შემდეგი მონაცემები, რომლებიც მე-5 დანართის დებულებათა შესაბამისად დაიტანება დაშვების ფირფიტაზე:
a) ქარხნის რიგითი ნომერი (ქარხნის ნომერი); და
b) იმ შემთხვევაში, თუ ისინი კონსტრუქციის ტიპის მიხედვითაა დაშვებული, – ამ ტიპის ამოსაცნობი ნომრები ან ასოები.
დანართი 2
წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლით გათვალისწინებული დროებითი შემოზიდვის პროცედურა
1. წინამდებარე კონვენციის მე-7 მუხლის დებულებების გამოყენებისას ყოველი ხელშემკვრელი მხარე დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შემოზიდული კონტეინერების მოძრაობის შესამოწმებლად იყენებს დოკუმენტებს, რომლებშიც კონტეინერების მფლობელები ან კონტეინერების ექსპლუატაციის საწარმოები ან მათი წარმომადგენლები ახდენენ ამ კონტეინერების მოძრაობის რეგისტრაციას.
2. გამოიყენება შემდეგი დებულებები:
a) კონტეინერების მფლობელი ან კონტეინერების ექსპლუატაციის საწარმო წარმოდგენილი უნდა იყოს იმ ქვეყანაში, სადაც კონტეიენერები დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად შეიზიდება;
b) კონტეინერების მფლობელი ან კონტეიენერების ექსპლუატაციის საწარმო ან მათი წარმომადგენელი იღებს წერილობითი სახით ვალდებულებას:
i) წარუდგინოს მოცემული ქვეყნის საბაჟო ორგანოებს მათი მოთხოვნისთანავე დაწვრილებითი ინფორმაცია ყოველი კონტეინერის მოძრაობის შესახებ, რომელიც შემოზიდულია დროებითი შემოზიდვის პროცედურის შესაბამისად, შემოზიდვის და მოცემული ქვეყნიდან გაზიდვის თარიღის და ადგილის ჩათვლით;
ii) გადაიხადოს შემოზიდვის ბაჟი და მოსაკრებლები, რომლებიც ეკისრებათ იმ შემთხვევაში, როცა დროებითი შემოზიდვის პირობები არ არის შესრულებული.
დანართი 3
კონტეინერების გამოყენება შიდა გადაზიდვებში
ყოველ ხელშემკვრელ მხარეს ფლება აქვს წინამდებარე კონვენციის მე-9 მუხლის დებულებათა შესაბამისად განსაზღვროს თავისი ტერიტორიის ფარგლებში შიდა გადაზიდვებში კონტეინერების გამოყენების შემდეგი პირობები:
a) პირდაპირი მარშრუტით განსახორციელებელი გადაზიდვის შედეგად კონტეინერი მიიტანება იმ ადგილას ან, რაც შეიძლება ახლოს იმ ადგილთან, სადაც კონტეინერი უნდა დაიტვირთოს საექსპორტო ტვირთით ან საიდანაც იგი გაყვანილ უნდა იქნეს ცარიელი,b) გაყვანამდე კონტეინერი შიდა გადაზიდვებში გამოიყენება მხოლოდ ერთხელ.
დანართი 4
იმ კონტეინერებისათვის გამოსაყენებელი ტექნიკური პირობების წესები, რომლებიც შეიძლება დაშვებულ იქნეს საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით განსახორციელებელი საერთაშორისო გადაზიდვებისათვ