1977 წლის 1 იანვრამდე დაშვებული იქნება იმ ბუნიკების გამოყენება, რომლებიც შეესაბამება წინამდებარე წესებზე თანდართულ №5 ნახატს, იმ შემთხვევაშიც, როცა ისინი შეიცავენ ადრე მიღებული ტიპის ღრუ მოქლონებს ხვრელებით, რომელთა ზომები ნაკლებია, ვიდრე ამ ნახატზეა მოყვანილი.

დანართი 5

იმ კონტეინერების დაშვების პროცედურა, რომლებიც მე-4 დანართში მოყვანილი წესების ტექნიკურ მოთხოვნებს პასუხობენ

ზოგადი დებულებანი

1. კონტეინერები შეიძლება დაშვებულ იქნენ საბაჟო ბეჭდებითა და პლომპბებით ტვირთის გადაზიდვებში:

a) ან წარმოების სტადიაზე – კონსტრუქციის ტიპის მიხედვით (დაშვების პროცედურა წარმოების სტადიაზე);

b) ან რომელიმე შემდგომ ეტაპზე – ინდივიდუალური წესით ან ერთი და იგივე ტიპის კონტეინერების განსაზღვრული პარტიებით (დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე დაშვების პროცედურა).

დაშვების ორივე პროცედურის საერთო დებულებები

2. კომპეტენტური ორგანო, რომელიც ახორციელებს დაშვების პროცედურას, გასცემს განაცხადის წარმდგენ საწარმოს დაშვების მოწმობას, რომელიც გამომდინარე გარემოებებიდან, ნამდვილია დაშვებული ტიპის კონტეინერების განუსაზღვრელი ან განსაზღვრული რაოდენობისათვის.

3. დაშვების მოწმობის მფლობელმა, სანამ შეუდგებოდეს საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთის გადაზიდვას, უნდა მიამაგროს დაშვებულ კონტეინერებზე (დაშვებული კონტეინერები) დაშვების ფირფიტა.

4. დაშვების ფირფიტა მყარად უნდა დამაგრდეს კარგად დასანახ ადგილას ნებისმიერ სხვა ფირფიტასთან ერთად, რომელიც გაიცემა ოფიციალური მიზნებით.

5. დაშვების ფირფიტა, რომელიც შეესაბამება №1 ნიმუშს, რომელიც მოყვანილია წინამდებარე დანართის პირველ დამატებაში, წარმოადგენს არანაკლებ 20 სმ 10 სმ ზომის მეტალის ფირფიტას. მის ზედაპირზე საჭრეთელით რელიეფურად უნდა იყოს ამოკვეთილი და მყარად დატანილი ნებისმიერი სხვა ხერხით, ფრანგულ და ინგლისურ ენებზე მაინც, ქვემოთ მოყვანილი წარწერები:

a) წარწერა „დაშვებულია საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვისათვის“.

b) იმ ქვეყნის სახელწოდება, სადაც დაიშვა კონტეინერი, ან მთლიანად, ან გამასხვავებელი ნიშნით, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საავტომობილო მოძრაობაში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაციის ქვეყნის მისათითებლად, და დაშვების მოწმობის ნომერი (ციფრები, ასოები და ა.შ.), აგრეთვე, დაშვების წელი (მაგ. №1/26/73“ ნიშნავს „ნიდერლანდი, დაშვების მოწმობა 26, რომელიც გაიცა 1973 წელს);

c) კონტეინერის რიგითი ნომერი, რომელიც მას მიენიჭა ქარხანა-დამამზადებელმა (ქარხნის ნომერი);

d) თუ კონტეინერი დაშვებულია კონსტრუქციის ტიპის მიხედვით, ფირფიტაზე დაიტანეა, აგრეთვე, მოცემული ტიპის კონტეინერის ამოსაცნობი ციფრები ან ასოები.

6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომპბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს.

7. თუ კონტეინერის ძირთიადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება კარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი. განსაკუთრებული დებულებანი, რომლებიც წარმოების სტადიაზე კონსტრუქციის ტიპის მიხედვით დაშვებას ეხება

8. როცა ერთი და იგივე ტიპის კონსტრუქციის კონტეინერები აიწყობა სერიულად, ქარხანა–დამამზადებელს შეუძლია მიმართოს იმ ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოს, სადაც მათ აწარმოებენ, თხოვნით კონსტრუქციის ტიპის მიხედვით მათი დაშვების შესახებ.

9. ქარხანა-დამამზადებელი თავის განაცხადში აღნიშნავს გამოსაცნობ ციფრებს და ასოებს, რომლებსაც იგი ანიჭებს კონტეინერების იმ ტიპს, რომელიც მისი განაცხადის საგანია.

10. ამ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს დაშვებას დაქვემდებარებული კონტეინერის კონსტრუქციის ტიპის ნახაზები და დაწვრილებითი აღწერილობა.

11. ქარხანა-დამამზადებელი წერილობით ვალდებულებას იღებს:

a) წარუდგინოს კომპეტენტურ ორგანოს მოცემული ტიპის კონტეინერებიდან ისეთი, რომლის დათვალიერებასაც ისურვებს ეს ორგაო;

b) ნება დართოს კომპეტენტურ ორგანოს დაათვალიეროს სერიული წარმოების ნებისმიერ მომენტში მოცემული ტიპის სხვა ეგზემპლიარები;

c) კომპეტენტურ ორგანოს მიაწოდოს წინასწარი ინფორმაცია კონსტრუქციის ნახაზებში და აღწერილობებში ნებისმიერი ცვლილებების შესახებ, რამდენად მნიშვნელოვანნიც არ უნდა იყვნენ ისინი;

d) გამოსაჩენ ადგილზე დაიტანოს კონტეინერებზე, გარდა დაშვების ფირფიტისათვის გათვალისწინებული ნიშნებისა, კონტეინერის ტიპის გამოსაცნობი ციფრები და ასოები, აგრეთვე, სერიულად გამოსაშვები მოცემული ტიპის ყოველი კონტეინერის რიგითი ნომერი (ქარხნის ნომერი);

e) აწარმოოს დაშვებული ტიპის შესაბამისად აწყობილი კონტეინერების აღრიცხვა.

12. კომპეტენტური ორგანო საჭიროების შემთხვევაში მიუთითებს გადაზიდვებში დაშვებისათვის გათვალისწინებული კონსტრუქციის ტიპში შესატან ცვლილებებს.

13. კონსტრუქციის ტიპის მიხედვით დაშვების პროცედურის თანახმად არცერთი კონტეინერი არ დაიშვება, თუ ამ ტიპით აწყობილი ერთი ან რამდენიმე კონტეინერის დათვალიერების საფუძველზე კომპეტენტური ორგანო არ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამ ტიპის კონტეინერები პასუხობენ მე-4 დანართში გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებთ.

14. რომელიმე ტიპის კონტეინერის დაშვების შემდეგ განმცხადებელ საწარმოზე გაიცემა წინამდებარე დანართის მე-2 დამატებაში მოცემული №II ნიმუშის შესაბამისი დაშვების მოწმობის ერთადერთი პირი და იგი ნამდვილია ყველა კონტეინერისათვის, რომელიც აიწყობა დაშვებული ტიპის სპეციფიკაციის შესაბამისად. ეს მოწმობა უფლებას აძლევს ქარხანა–დამამზადებელს მოცემული ტიპის ყოველ სერიულ კონტეინერზე დაამაგროს ფირფიტა დაშვების შესახებ, რომელიც წინამდებარე დანართის მე–5 პუნქტით არის გათვალისწინებული.

განსაკუთრებული დებულებები, რომლებიც ეხება დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე დაშვებას

15. თუ განაცხადი დაშვების შესახებ არ იყო გაკეთებული წარმოების სტადიაზე, მფლობელს, კონტეინერის ექსპლოატაცისი საწარმოს ან მათ წარმომადგენლებს შეუძლიათ ასეთი დაშვების თხოვნით მიმართონ კომპეტენტურ ორგანოს, რომელსაც წარუდგენენ კონტეინერს ან კონტეინერებს, რომელთა დაშვება ითხოვება.

16. წინამდებარე დანართის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ შემხთვევებში, ნებისმიერი განაცხადი დაშვების შესახებ უნდა შეიცავდეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ ყოველ კონტეინერზე დასატან ნომერს (ქარხნის ნომერს).

17. როცა კომპეტენტური ორგანო იმ რაოდენობის კონტეინერების დათვალიერების გზით, რომელსაც აუცილებლად მიიჩნევს, დარწმუნდება, რომ ეს კონტეინერი ან კონტეინერები პასუხობენ მე-4 დანართში გათვალისწინებულ ტექნიკურ პირობებს, იგი გასცემს წინამდებარე დანართის მე-3 დამატებაში მოცემულ №III ნიმუშის შესაბმის მოწმობას დაშვების შესახებ და იგი ნამდვილია მხოლოდ კონტეინერების იმ რაოდენობისათვის, რომელიც იქნა დაშვებული. ეს მოწმობა, რომელშიც მითითებულია ქარხანა-დამამზადებლის მიერ კონტეირებისათვის მინიჭებული რიგითი ნომერი ან რიგითი ნომრები, უფლებას აძლევს განმცხადებელ საწარმოს, დაამაგროს ყოველ დაშვებულ კონტეინერზე წინამდებარე დანართის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ფირფიტა დაშვების შესახებ.

მე-5 დანართის დამატება 2

ნიმუში №II

საბაჟო კონვენცია კონტეინერების შესახებ 1972წ. დაშვების მოწმობა კონსტრუქციის ტიპის მიხედვით

1. მოწმობის ნომერი* …………………………………………………………………………

2. დასტურდება, რომ ქვემოთ მითითებული კონტეინერი(ები) დაშვებულია გადაზიდვისათვის და რომ ამ ტიპის მიხედვით დამზადებული კონტეინერები შეიძლება დაშვებულ იქნენ საბაჟო ბეჭდებითა დაპლომბებით ტვირთების გადაზიდვებში

3. კონტეინერის სახეობა ……………………………………………………………………

4. კონსტრუქციის ტიპის გამოსაცნობი ციფრები და ასოები

5. ნახაზების გამოსაცნობი ნომერი ……………………………………………………….

6. კონსტროუქციის აღწერილობის გამოსაცნობი ნომერი ……………………………..

7. ტარის წონა ……………………………………………………………………………..

8. გარეთა ზომები სმ-ში ………………………………………………………………..

9. კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლები (მასალების სახეობა, კონსტრუქციის ტიპი და ა.შ. ……………………………………………………………………………………………..

10. ეს მოწმობა ნამდვილია კონსტრუქციის ზემოთ აღნიშნული ნახაზებისა და აღწერილობების შესაბამისად დამზადებული ყველა კონტეინერისათვის

11. გაიცა ……………………………………………………………………….

(ქარხანა-დამამზადებლის დასახელება და მისამართი)

რომელსაც უფლება აქვს ფირფიტა დაშვების შესახებ მიამაგროს მის მიერ დამაზადებულ დაშვებული ტიპის ყველა კონტეინერზე

…………                                                              ……………19…

ადგილი                                                                 თარიღი

………………………………………………………………………………..

(მოწმობის გამცემი დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმოწერა და ბეჭედი)

(გაფრთხილება იხ. უკანა მხარეს)

*მიეთითოს, კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის (1972წ) მე-5 დანართის 5ბ პუნქტით გათვალისწინებული ასოები და ციფრები, რომლებიც აღინიშნება დაშვების ფირფიტაზე

ყურადღება

(კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის მე-5 დანართის

მე-6 და მე-7 პუნქტები, 1972 წ.)

6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს.

7. თუ კონტეინერს ძირითადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება ჰკარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი.

მე-5 დანართის დამატება 3

ნიმუში №III

საბაჟო კონვენცია კონტეინერების შესახებ 1972 წ. დაშვების მოწმობა, გაცემული დამზადების შემდეგ რომელიმე ეტაპზე

1. მოწმობის ნომერი*..............................................................................................................

2. დასტურდება, რომ ქვემოთ მიმითებული კონტეინერი(ები) დაშვებულია საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთების გადაზიდვისათვის................................................................................

3. კონტეინერის (ების) სახეობა

4. კონტეინერისთვის (ებისათვის) ქარხანა-დამამზადებლის მიერ მიკუთვნებული რიგითი ნომერი (ები)........................................................................................................................................

5. ტარის წონა....................................................................................................................................

6. გარეთა ზომები სმ-ში...................................................................................................................

7. კონსტრუქციის ძირითადი მახასიათებლები (მასალების სახეობა, კონსტრუქციის ტიპი და ა.შ.) .................................................................................................................................................................

8. გაიცა....................................................................................................................................................

(განმცხადებელი საწარმოს დასახელება და მისამართი)

რომელსაც უფლება აქვს ფირფიტა დაშვების შესახებ მიამაგროს ზემოთ მითითებულ კონტეინერს(ებს)

.....................                                                  ........................ 19...

(ადგილი)                                                    (თარიღი)

..............................................................................................................................................................

მოწმობის გამცემი დაწესებულების ან ორგანიზაციის ხელმოწერა და ბეჭედი)

(გაფრთხილება იხ. უკანა მხარეს)

*მიეთითოს, კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის (1972წ) მე–5 დანართის 5ბ პუნქტით გათვალისწინებული ასოები და ციფრები, რომლებიც აღინიშნება ფირფიტაზე დაშვების შესახებ.

ყურადღება

(კონტეინერების შესახებ საბაჟო კონვენციის მე-5 დანართის

მე-6 და მე-7 პუნქტები, 1972 წ)

6. თუ კონტეინერი აღარ პასუხობს დაშვების პროცედურაში მითითებულ ტექნიკურ მოთხოვნებს, იგი საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში გამოყენებამდე, უნდა იყოს მოყვანილი მდგომარეობაში, რომელიც მისი დაშვების საფუძველს წარმოადგენდა, იმგვარად, რომ ისევ პასუხობდეს ამ ტექნიკურ მოთხოვნებს.

7. თუ კონტეინერის ძირითადი მახასიათებლები შეცვლილია, ამ კონტეინერის დაშვება ჰკარგავს ძალას და იგი საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით ტვირთის გადაზიდვებში გამოყენებამდე უნდა გახდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ ახალი დაშვების საგანი.

დანართი 6

განმარტებითი ჩანაწერები

შესავალი

i) წინამდებარე კონვენციის მე-13 მუხლის დებულებების შესაბამისად განმარტებითი ჩანაწერები შეიცავს წინამდებარე კონვენციის და მისი დანართების ზოგიერთი დებულების განმარტებას;

ii) განმარტებითი ჩანაწერები არ ცვლიან წინამდებარე კონვენციის ან მისი დანართების დებულებებს. ისინი მხოლოდ აზუსტებენ მათ შინაარსს და გამოყენების სფეროს;

iii) კერძოდ, კონტეინერების საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით გადაზიდვებში დაშვების მიმართ წინამდებარე კონვენციის მე-12 მუხლით და მისი მე-4 დანართის დადგენილ პრინციპებთან დაკავშირებით, განმარტებითი ჩანაწერები შესაბამის შემთხვევებში შეიცავს მითითებებს კონსტრუქციული თავისებურებების შესახებ, რომლებიც უნდა განიხილებოდნენ ხელშემკვრელი მხარეების მიერ, როგორც ამ დებულებების შესატყვისი. განმარტებით ჩანაწერებში აგრეთვე შესაძლებელია მიეთითოს, თუ რომელი კონსტრუქციული თავისებურება არ შეესაბამება ამ დებულებებს;

vi) განმარტებითი ჩანაწერები უზრუნველყოფს წინამდებარე კონვენცისი და მისი დანართების დებულებების ტექნიკური განვითარების დონესთან და ეკონომიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესაძლებლობას.

0. კონვენციის ძირითადი ტექსტი

0.1. მუხლი 1

ქვეპუნქტი c)i)-ნაწილობრივ დახურული კონტეინერები

0.1. с)i)-1  ტერმინი „ნაწილობრივ დახურული“ გამოიყენება 1 მუხლის с)i)  ქვეპუნქტში ხსენებულ მოწყობილობების მიმართ და მეიკუთვნება მოწყობილობას, რომელიც ჩვეულებრივ შედგება იატაკისა და ზედა კონსტრუქციისაგან, რომელიც ქმნის დახურული კონტეინერის ჩასატვირთი სივრცის ექვივალენტურ ჩასატვირთ სივრცეს. ზედა კონსტრუქცია, ჩვეულებრივ, შედგება მეტალის ელემენტებისაგან, რომლებიც კარკასს ქმნიან. ასეთი ტიპის კონტეინერებს, აგრეთვე შესაძლებელია ჰქონდეთ ერთი ან რამდენიმე გვერდითი ან ტორსის კედელი. ზოგ შემთხვევაში, მას აქვს მხოლოდ სახურავი, რომელიც მიმაგრებულია იატაკთან ბიგებით. კერძოდ, კონტეინერის ეს ტიპი გამოიყენება ვეებერთელა ტვირთების გადატანისათვის (მაგალითად, მსუბუქი ავტომობილების).

ქვეპუნქტი d) კონტეინერის კუთვნილება და

მოწმობილობა

0.1.d)-1 ტერმინი „კონტეინერის კუთვნილება და მოწყობილობა“ შეიცავს, კერძოდ, შემდეგ მოწყობილობებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი მოხსნა შეიძლება:

a) კონტეინერის შიგნით ტემპერატურის გაკონტროლების, შეცვლის ან შენარჩუნებისათვის განკუთვნილი მოწყობილობები;

b) მცირე ზომის ხელსაწყოები, მაგალითად, ტემპერატურის ჩამწერი ხელსაწყოები ან დარტყმითი ზეგავლენის ხელსაწყოები, რომელთა დანიშნულებაა გარემომცველი პირობების ცვლილებების ან დარტყმითი ზეგავლენის მაჩვენებლების ჩაწერა ან რეგისტრირება;

c) შიდა ტიხრები, ქვესადგარები, თაროები, საყრდენები, კაუჭები და ტვირთის განთავსებისა და დამაგრებისათვის განკუთვნილი ანალოგიური მოწყობილობები.

4. დანართი 4

4.2. მუხლი 2

ქვეპუნქტი 1a) შემადგენელი ელემენტების აწყობა

a) სამაგრი დეტალების გამოყენების შემთხვევაში (მოქლონები, სჭვალები, ჭანჭიკები, ქანჩები და ა.შ.), ასეთი დეტალების საკმაო რაოდენობა უნდა ჩაისვას გარეთა მხრიდან, გაიაროს შესაერთებელი ელემენტები, გამოეშვიროს შიგნითა მხრიდან და იქ ხისტად დამაგრდეს (მაგალითად, მოქლონების, შედუღების, მილისების, ჭანჭიკების, მიმოქლონების ან ქანჩების მიდუღების მეშვეობით). მაგრამ, ჩვეულებრივი მოქლონები (ე.ი. მოქლონები, რომელთა დადგმა ხორციელდება ასაწყობი კვანძის ორივე მხრიდან) შეიძლება ჩაისვას აგრეთვე, შიგნიდანაც მიუხედავად ზემოთქმულისა, კონტეინერის იატაკი შეიძლება დამაგრედს თვითდამჭდევი სჭვალების, ან თვითმბურღავი მქოლონების, ან ფეთქებადი ნივთიერების მუხტის საშუალებით ჩასასვამი მოქლონების მეშვეობით, რომლებიც ჩაისმება შიგნით, ვერტიკალურად გაივლის იატაკში და მეტალის ქვედა განივებში, იმ პირობით, თვითდამჭდევი სჭვალების გარდა, რომ ზოგიერთი მათი ბოლო არ გამოეშვირება გარეთა ზედაპირის დონიდან ან მიედუღება მას;

b) კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს, თუ რომელი და რა რაოდენობის სამაგრი დეტალები შეესაბამება წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს, იგი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ შემადგენელი ელემენტები აწყობილია ისეთნაირად; რომ შეუძლებელია მათი გადაადგილება შესამჩნევი კვალის გარეშე. ნებისმიერი სხვა სამაგრი დეტალების არჩევა და განთავსება არ ექვემდებარება არავითარ შეზღუდვას;

d) აწყობის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდები ვრეცლდება სპეციალურ კონტეინერებზე, მაგალითად, იზოთერმულ კონტეინერებზე, რეფრიჟერატორ-კონტეინერებზე, ცისტერნა-კონტეინერებზე იმდენადა, რამდენადაც ისინი არ ეწინააღმდეგებიან იმ ტექნიკურ მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდნენ ასეთი კონტეინერები თავისი დანიშნულების შესაბამისად. იმ შემთხვევებში, როცა ტექნიკური მიზეზების გამო, შეუძლებელია შემადგენელი ელემენტები დამაგრდეს წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტში აღწერილი მეთოდებით, შესაძლოა შემადგენელი ელემენტები შეერთდეს წინამდებარე ჩანაწერის c) ქვეპუნქტში აღწერილი დეტალების მეშვეობით, იმ პირობით, რომ კედლის შიდა მხრიდან გამოყენებულ სამაგრ დეტალებამდე მიღწევა შეუძლებელი იქნება გარეთა მხრიდან.

ქვეპუნქტი 1b) – კარები და დახურვის სხვა სისტემები

4.2.1.b)-1 მოწყობილობა, რომელზეც შესაძლებელია დაისვას საბაჟო ბეჭდები და პლომბები უნდა:

i) დამაგრდეს შედუღების მეშვეობით ან ორი სამაგრი დეტალის მეშვეობით მაინც, რომლებიც აკმაყოფილებენ 4.2.1.a)–1 განმარტებითი ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ან

i) დამაგრდეს შედუღების მეშვეოით ან ორი სამაგრი დეტალის მეშვეობით მაინც, რომლებიც აკმაყოფილებენ 4.2.1.a)–1 განმარტებითი ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნებს; ან

ii) ჰქონდეს ისეთი კონსტრუქცია, რომ კონტეინერის დახურვის და დალუქვის შემდეგ შეუძლებელი იყოს ამ მოწყობილობის მოხსნა შესამჩნევი კვალის გარეშე; ან

iii)ჰქონდეს არანაკლებ 11 მმ–იანი დიამეტრის ხვრელები ან არანაკლებ 11მმ-ის სიგრძის და 3მმ-ის სიგანის განაჭრები

b)ანჯამები, გადმონაშვერები, სახსრები და კარის დასაკიდი სხვა დეტალები და ა.შ. უნდა მაგრდებოდეს წინამდებარე ჩანაწერის a) ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. გარდა ამისა, ასეთი მოწყობილობის სხვადასხვა შემადგენელი ნაწილები (მაგალითად, ანჯამები, ტაბიკები ან სახსრები) უნდა მაგრდებოდეს ისეთნაირად, რომ როცა კონტეინერი დახურული და დალუქულია, შეუძლებელი იყოს მათი მოხსნა ან გადაადგილება შესამჩნევი კვალის გარეშე. ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთ მოწყობილობამდე მიღწევა შეუძლებელია გარეთა მხრიდან, საკმარისია მოცემული მოწყობილობიდან დახურული და დალუქული კარის დაცილების შეუძლებლობის უზრუნველყოფა შესამჩნევი კვალის გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კარს ან დახურვის სისტემას აქვს ორზე მეტი ანჯამა, მხოლოდ კარის ბოლოდან ორი უახლოესი ანჯამა უნდა მაგრდებოდეს ზემოთმოყვანილი a)i)ქვეპუნქტის მოთხოვნების შესაბამისად;

C) კონტეინერები, რომელთაც გააჩნიათ დიდი რაოდენობით ისეთი დასახური მოწყობილობები, როგორებიცაა: სარქველები, საკეტიანი ონკანები, ლიუკების თავსახურები, მილტუჩები და ა.შ., ისეთი კონსტრუქციისა უნდა იყოს, რომ საბაჟო ბეჭდებისა და პლომბების რაოდენობა შეძლებისდაგვარად შეიზღუდოს. ამ მიზნით, მომიჯნავე დასახური მოწყობილობები უნდა შეიკრას საერთო სამარჯვის მეშვეობით, რომელიც მოითხოვს მხოლოდ ერთი საბაჟო ბეჭდისა ან პლომბის დასმას ანდა უნდა ჰქონდეს სახურავი, რომელიც ამავე მოთხოვნებს პასუხობს;

d) ასახდელსახურავიანი კონტეინერები ისე უნდა იყვნენ აწყობილი, რომ შესაძლებელი იყოს მათი დალუქვა საბადო ბეჭდებისა და პლომბების მინიმალური რაოდენობით.

4.2.1.с)-1 ქვეპუნქტი 1 с) სავენტილაციო ხვრელები

a) მათი მაქსიმალური ზომა პრინციპში არ უნდა აღემატებოდეს 400 მმ-ს.

b) ხვრელებს, რომლებიც ტვირთამდე უშუალოდ მიღწევის საშუალებას იძლევა, უნდა აეფაროს  მავთულის ბადე ან დაჩვრეტილი მეტალის ეკრანი (ნახვრეტების მაქსიმალური ზომა ორივე შემთხვევაში 3 მმ-ია) და ისინი დაცული უნდა იყოს მეტალის ცხაურით (ნახვრეტების მაქსიმალური ზომა 10 მმ-ია).

с) ხვრელები, რომლებიც ტვირთამდე პირდაპირ მიღწევის საშუალებას არ იძლევა (მაგალითად, მუხლების ან დეფლექტორების სისტემების არსებობის გამო), უნდა აჭიჭურვოს ასეთივე მოწყობილობებით, მაგრამ შესაძლოა ნახვრეტების ზომებმა მიაღწიონ შესაბამისად 10 და 20 მმ-ს

d) იმ შემთხვევებში, როცა ხვრელები კეთთდება ბრეზენტში, პრინციპში გათვალისწინებული უნდა იქნეს წინამდებარე ჩანაწერის b) ქვეპუნქტში ხსენებული მოწყობილობების არსებობა. მაგრამ, დასაშვებია დასახური მოწყობილობები ჩაისვას გარედან მოსათავსებელი დაჩვრეტილი მეტალის ეკრანის და შიგნით მოსათავსებელი მავთულის ან სხვა ბადის სახით.

ქვეპუნქტი 1 с)- სადრენაჟო ხვრელები

4.2.1.c)–2 a) პრინციპში, მათი მაქსიმალური ზომები არ უნდა აღემატებოდეს 35მმ-ს.

b) ხვრელები, რომლებიც ტვირთამდე უშუალოდ

4.4. მუხლი 4

ქვეპუნქტი 3 – რამდენიმე ნაჭრისაგან შემდგარი ბრეზენტი

4.4.3-1 a) ცალკეული ნაჭრები, რომლებიც ერთ ბრეზენტს შეადგენენ, შეიძლება იყოს სხვადასხვა მასალისა, რომელიც მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის დებულებებს აკმაყოფილებს;

b) ბრეზენტის დამზადებისას დასაშვებია ნაჭრების ნებისმიერი განლაგება, რომელიც საკმარის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, იმ პირობით, რომ ნაჭრები შეერთებულია მე-4 დანართის მე-4 მუხლის მოთხოვნების შესაბამისად.

ქვეპუნქტი 6a)

4.4.6a) –1 წინამდებარე დანართის №1, №2 და №3

სურათებზე ნაჩვენებია საბაჟო მოთხოვნების თვალსაზრისით კონტეინერზე და კონტეინერის კუთხოვან ელემენტებზე ბრეზენტის დასამაგრებელი მისაღები კონსტრუქციების სისტემების მაგალითები.

ქვეპუნქტი 8 საფეიქრო გულარიანი სამაგრი ტროსები

4.4.8-1 მოცემული პუნქტის დებულებით დასაშვებია ფოლადის მავთულით ექვსფრად შემოხვეული (მავთული მთლიანად უნდა ფარავდეს გულარს) საფეიქრო გულარიანი ტროსების გამოყენება, იმ პირობით, რომ ტროსის დიამეტრი (გამჭვირვალე პლასტმასის საფარის გაუთვალისწინებლად, თუ ასეთი არსებობს) უნდა იყოს არანაკლებ 3მმ-სა.

ქვეპუნქტი 10c) – ღვედები

4.4.10c)-1 ღვედების დასამზადებლად გამოიყენება შემდეგი მასალა:

a) ტყავი;

b) საფიექრო მასალები, პლასტიკით გაჟღენთილი ან დარეზინებული ქსოვილების ჩათვლით, იმ პირობით, რომ დაზიანების შემდეგ ასეთი მასალების შედუღება ან აღდგენა შეუძლებელია შესამჩნევი კვალის დატოვების გარეშე.

4.4.10 c)-2 წინამდებარე დანართის №3 სურათზე ნაჩვენები მოწყობილობა პასუხობს მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის ბოლო აბზაცის მოთხოვნებს, ის, აგრეთვე პასუხობს მე-4 დანართის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს.

5. დანართი 5

5.1. ბრეზენტით გადახურული შეწყვილებული კონტეინერების დაშვება

თუ საბაჟო ბეჭდითა და პლომბით გადაზიდვისათვის დაშვებული ორი, ბრეზენტით გადახურული, კონტეინერი შეწყვილებულია ისეთნაირად, რომ ისინი ქმნიან ერთი ბრეზენტით გადახურულ ერთ კონტეინერს და აკმაყოფილებენ საბაჟო ბეჭდებით და პლომბებით გადაზიდვებისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, მაშინ კონტეინერების ასეთი კომბინაციისათვის

დანართი 7

ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობა დაპროცედურის წესე