1. წინამდებარე წესების 1, 2 და 3 მუხლების დებულებები ვრცელდება ბრეზენტით გადახურულ კონტეინერებზე იმდენად, რამდენადაც ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ მიმართ. ამას გარდა, ეს შეიძლება გამოყენებულ იქნეს მათ მიმართ. ამას გარდა, ეს კონტეინერები უნდა პასუხობდნენ ამ მუხლის დებულებებს.
2. ბრეზენტი დამზადებული უნდა იყოს ან მაგარი ტილოსგან, ან ჭიმვადი, საკმაოდ გამძლე, პლასტმასით დაფარული არეზინებული ქსოვილისაგან. ბრეზენტი დაუზიანებელი უნდა იყოს და ისეთნაირად უნდა იყოს დამზადებული, რომ დახურვის მოწყობილობის დამაგრების შემდეგ ტვირთთან მისვლა შეუძლებელი იყოს შესამჩნევი კვალის გარეშე.
3. თუ ბრეზენტი რამდენიმე ნაჭრისაგან შედგება, ამ ნაჭრების კიდეები ერთიმეორეში უნდა იყოს შეკეცილი და ორი ნაკერი ჰქონდეს გაკეთებული, რომლებიც ერთმანეთისაგან 15 მმ უნდა იყოს დაშორებული. ეს ნაკერები უნდა იყოს გაკეთებული ისე, როგორც წინამდებარე წესებზე თანდართულ №1 ნახატზეა ნაჩვენები, მაგრამ, თუ ბრეზენტის რომელიმე ნაწილში (მაგალითად, უკანა ასახდელ იატაკზე და გაძლიერებულ კუთხეებში) შეუძლებელია ზოლების აღნიშნული ხერხით შეერთება, საკმარისია ბრეზენტის ზედა ნაწილის შეკეცვა და ზოლების ისე გაკერვა, როგორც წინამდებარე წესებზე თანდართულ №2 ნახატზეა ნაჩვენები, ერთი ნაკერი უნდა ჩანდეს მხოლოდ შიგნიდან და ამ ნაკერის ძაფის ფერი უნდა გამოირჩეოდეს თვით ბრეზენტის ფერისაგან, აგრეთვე სხვა ნაკერებზე გამოყენებული ძაფის ფერისაგან. ყველა ნაკერი გატარებული უნდა იყოს საკერავ მანქანაზე.
4. თუ ბრეზენტი შედგება პლასტმასით დაფარული ქსოვილის რამდენიმე ნაჭრისაგან, ეს ნაჭრები, აგრეთვე, შეიძლება შეერთებული იყოს დარჩილვის მეშვოებით, წინამდებარე წესებზე თანდართულის №3 ნახატის შესაბამისად. ყოველი ნაჭრის კიდე უნდა გადაეფაროს მეორე ნაჭრის კიდეს 15 მმ–ზე მაინც. ნაჭრები შეერთებული უნდა იყოს მთელ სიგანეზე. შეერთების გარეთა კიდე უნდა იყოს დაფარული 7 მმ სიგანის პლასტმასის ზოლით, რმოელიც დარჩილვის იგივე ხერხით ედება. ამ ზოლზე, აგერთვე, მისი ყოველი მხრიდან 3მმ სიგანეზე მკაფიო ერთგვაროვანი რელიეფი უნდა იყოს დაშტამპული. დარჩილვა ხდება ისეთნაირად, რომ ნაჭრების დაშლა და კვლავ შეერთება შეუძლებელი იქნეს შესამჩნევი კვალის გარეშე.
5. შეკეთება ხდება წინამდებარე წესებზე თანდართული №4 ნახატზე ნაჩვენები ხერხით; შესაერთებელი კიდეები უნდა იყოს შეკეცილი ერთი მეორეში და ორი მკაფიოდ გამოსახული ნაკერით უნდა იყოს შეერთებული, რომლებიც ერთი მეორისაგან 15 მმ-ით უნდა იყოს დაშორებული, ძაფის ფერი, რომელიც შიგნიდან ჩანს უნდა განსხვავდებოდეს ძაფის ფერისაგან, რმელიც გარედან ჩანს, და ორივე უნდა განსხვავდებოდეს ბრეზენტის ფერისაგან, ყველა ნაკერი გაკერილი უნდა იყოს საკერავ მანქანაზე. იმ შემთხვევებში, როცა ბრეზენტი დაზიანებულია კიდეებთან, მისი შეკეთება ხდება დაზიანებული ნაწილის ბებკით შეცვლის გზით. ნაკერი შეიძლება გაიკეროს ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებათა და წინამდებარე წესებზე თანდართული №1 ნახატის შესაბამისად.
პლასტმასით დაფარული ქსოვილის ბრეზენტის შეკეთება შეიძლება მოხდეს ამმუხლის მე-4 პუნქტში აღწერილი მეთოდის შესაბამისად, მაგრამ ამ შემთხვევაში დარჩილვა უნდა გაკეთდეს ბრეზენტის ორივე მხრიდან, ბებკი კი ედება შიგნიდან.
6. a) ბრეზენტი კოტეინერზე უნდა დამაგრდეს წინამდებარე წესების 1 a) და b) მუხლში ჩამოყალიბებული პირობების ზუსტ შესაბამისობაში, გათვალისწინებულია დამაგრების შემდეგი სახეობების გამოყენება:
i) კონტეინერზე მისამაგრებელი მეტალის რგოლები;
ii) ბრეზენტის კიდეებზე თოკსამაგრები;
iii) ბრეზენტის თავზე რგოლებში გამავალი და მთელ სიგრძეზე გარეთა მხრიდან დასანახი თოკი ან ტროსი.
ბრეზენტი უნდა გადაეფაროს კონტეინერის მაგარ ნაწილს 250 მმ სიგანეზე მაინც, რომელიც გაზომილია სამაგრი რგოლების ცენტრიდან, თუ კონტეინერის კონსტრუქციის სისტემა თავისთავად არ აბრკოლებს ტვირთთან მისვლას.
b) თუ საჭიროა კონტეინერთან ბრეზენტის კიდეების ყრუ დამაგრების უზრუნველყოფა, შეერთება უნდა იყოს უწყვეტი და უნდა განხორციელდეს გამძლე დეტალების მეშვეობით.
7. მანძილი რგოლებსა და თოკსამაგრებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 200 მმ. თოკსამაგრი უნდა იყოს ხისტი.
8. უნდა გამოიყენონ დამაგრების შემდეგი სახეები:
a) ფოლადის ტროსი არანაკლებ 3მმ დიამეტრისა;
b) ქერელის ან სიზალის თოკი არანაკლებ 8მმ დიამეტრისა, რომელსაც აკრავს გამჭვირვალე გაუჭიმავლი პლასტმასის გარსი; როსებს შეიძლება აკრავდეს პლასტმასის გამჭირვალე გაუჭიმავი გარსი.
9. ყოველი ტროსი და თოკი ერთი ნაჭრისაგან უნდა შედგებოდეს და ორივე ბოლოს მეტალის ბუნიკები უნდა ჰქონდეს. მეტალის ბუნიკის დასამაგრებელი მოწყობილობა უნდა შედგებოდეს ღრუ მოქლონისაგან, რომელიც გადის ტროსზე ან თოკზე და რომელშიც შეიძლება გაიყაროს ბაწარი ან ლენტი საბაჟო ბეჭდებისა და პლომბებისათვის, ტროსი და თოკი უნდა ჩანდნენ ღრუ მოქლონის ორივე მხრიდან, რათა შეიძლებოდეს დარწმუნება იმაში, რომ ისინი ნამდვილად ერთი ნაჭრისაგან არიან (იხ. ნახ.№5, რომელიც წინამდებარე წესებზეა თანდართული).
10. ადგილებში, სადაც ბრეზენტში ჩატვირთვისა და განტვირთვისათვის გამოსაყენებელი ფანჯრებია, ბრეზენტის ორივე კიდე სათანადოდ უნდა გადაეფაროს ერთი მეორეს, ისინი, აგრეთვე, უნდა მაგრდებოდნენ:
a) გადასაწევი კალთის მეშვეობით, რომელიც მიკერებული ან მიდუღებულია ამ მუხლის 3-4 პუნქტების დებულებების თანახმად;
b) რგოლებისა და თოკსამაგრების მეშვეობით, რომლებიც ამ მუხლის მე-7 პუნქტის პირობებს პასუხობენ; და
c) ღვედის მეშვეობით, რომელიც დამზადებულია შესაბამისი 20 მმ სიგანისა და 3 მმ სისქის გაუწელავი მატერიის ერთი ნაჭრისაგან. რომელიც გადის რგოლებში, აერთებს ბრეზენტის ორივე კიდეს და ასაწევ კალთას; ღვედი მაგრდება ბრეზენტის შიდა მხრიდან და მას უნდა ჰქონდეს თოკსამაგრი ამ მუხლის მე–8 პუნქტში აღნიშნული ტროსისა დათოკის გასატარებლად.
ასაწევი კალთა არ არის საჭირო, თუ არსებობს სპეციალური მოწყობილობა ( დაცვის ტიხარი და ა.შ.), რომელიც ხელს უშლის ტვირთებთან მისვლას შესამჩნევი კვალის გარეშე.
11. გამოსაცნობი ნიშნები, რომლებიც კონტეინერზე უნდა დაისვას 1 დანართის შესაბამისად და ფირფიტა დაშვების შესახებ, რომელიც გათვალისწინებულია მე–5 დანართში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიხუროს ბრეზენტი