მუხლი 6🔗

წინადადებებს კენჭი ეყრებათ. სესიაზე წარმოდგენილ ყოველ ხელშემკვრელ მხარეს აქვს ერთი ხმა. წინადადებები, რომლებიც არ ეხება წინამდებარე კონვენციაში შესწორებების შეტანას, მიიღება კომიტეტის მიერ დამსწრეთა და კენჭისმყრელთა უმრავლესობით. წინამდებარე კონვენციის შესწორებები და გადაწყვეტილებები, რომლებზეც ლაპარაკია წინამდებარე კონვენციის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტში და რომლებიც ეხება შესწორებების ძალაში შესვლას, მიიღება დამსწრეთა და კენჭისმყრელთა ორი მესამედის უმრავლესობი