შეერთების შესახებ სიგელის დეპონირება ხდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.
კონვენცია, შეერთებული სახელმწიფოსთვის, ძალაში შედის შეერთების შესახებ სიგელის დეპონირებიდან მესამოცე დღეს.
შეერთება ძალაში შევა მხოლოდ შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოს შორის, რომელიც დეკლარაციით აღიარებს ამ სახელმწიფოს შეერთებას. ამ დეკლარაციის დეპონირება ხდება ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროსთან; სამინისტრო თავის მხრივ გადაუგზავნის დეკლარაციის დამოწმებულ ასლს თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოს დიპლომატიური არხების მეშვეობით.
კონვენცია ძალაში შედის შეერთებულ სახელმწიფოსა და იმ სახელმწიფოს შორის, რომელმაც დეკლარაციით აღიარა შეერთება, აღიარების დეკლარაციის დეპონირებიდან მესამოცე დღე