1. წინამდებარე კონვენცია ძალაში შესვლისთანავე აუქმებს კონტეინერებთან დაკავშირებულ საბაჟო კონვენციას, რომელიც ღია იყო ხელის მოწერისათვის ჟენევაში, 1956წ. 18 მაისიდან, და ცვლის მას ხელშემკვრელ მხარეთა შორის ურთიერთობაში.
2. მე-12 მუხლის 1, 2, და 4 პუნქტების დებულებების დარღვევის გარეშე კონტეინერები, რომლებიც დაშვებული იყო გადაზიდვისათვის კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციის (1956 წ.) დებულებების შესაბამისად, ან იქიდან გამომდინარე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დადებული შეთანხმებების შესაბამისად, დაიშვებიან წინამდებარე კონვენციის ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის მიერ საბაჟო ბეჭდებითა და პლომბებით ტვირთების გადასაზიდად, თუ ისინი წინანდებურად პასუხობენ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც ისინი თავდაპირველად იყვნენ დაშვებულნი გადასაზიდად. ამ მიზნით მოწმობები დაშვების შესახებ, რომლებიც გაცემული იყო კონტეინერებთან დაკავშირებული საბაჟო კონვენციის (1956 წ.) დებულებების შესაბამისად, შეიძლება შეიცვალოს ფირფიტით დაშვების შესახებ ამ მოწმობების მოქმედების ვადის გასვლამდ