ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი შეატყობინებს ევროპის საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, ნებისმიერ ხელმომწერ სახელმწიფოს, ნებისმიერ სახელმწიფო მონაწილეს, ევროპის თანამეგობრობას, და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციაზე ხელის მოსაწერად 42-ე მუხლის შესაბამისად და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს რომელიც მიწვეულ იქნა კონვენციასთან შეერთების მიზნით 43-ე მუხლის დებულებათა შესაბამისად:

a) ნებისმიერი ხელმოწერის შესახებ:

b) ნებისმიერი სარატიფიკაციო, მიღების, დამტკიცების ან შეერთების სიგელის დეპონირების შესახებ;

c) 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის ნებისმიერი თარიღის შესახებ;

d) 41-ე მუხლის შესაბამისად დამტკიცებული ნებისმიერი შესწორების შესახებ და ამ შესწორების ძალაში შესვლის თარიღის შესახებ;

e) 46-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დენონსაციის შესახებ;

f) წინამდებარე კონვენციასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა ქმედების, ნოტიფიკაციის ან შეტყობინების შესახებ;

g) 45-ე მუხლის შესაბამისად გაკეთებული ნებისმიერი დათქმის შესახებ.

ზემოაღნიშნულის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერებმა, სათანადო უფლებამოსილებით აღჭურვილებმა, ხელი მოაწერეს წინამდებარე კონვენციას.

შესრულებულია ქ. ვარშავაში 2005 წლის მაისის მე-16 დღეს ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, ორივე ტექსტი თანაბრად ავთენტურია, ერთ ეგზემპლარად, რომელიც დეპონირებული იქნება ევროპის საბჭოს არქივში. ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის დამოწმებულ ასლებს გადასცემს ევროპის საბჭოს თითოეულ წევრ სახელმწიფოს, იმ არა-წევრ სახელმწიფოებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს წინამდებარე კონვენციის შემუშავებაში, ევროპის თანამეგობრობას და ნებისმიერ იმ სახელმწიფოს, რომელსაც შესთავაზეს კონვენციასთან შეერთებ