1. მოთხოვნის მიმღები მონაწილე მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს დაუყოვნებლივ აცნობებს წინამდებარე თავის შესაბამისად განხორციელებული ზომების საბოლოო შედეგის შესახებ. მოთხოვნის მიმღები მონაწილე ასევე დაუყოვნებლივ აცნობებს მოთხოვნის წარმდგენ მონაწილეს ნებისმიერი ისეთი გარემოების შესახებ, რაც შეუძლებელს ხდის ან მნიშვნელოვნად აყოვნებს მოთხოვნილი ღონისძიების განხორციელებას.
2. მონაწილეს შეუძლია, თავისი კანონმდებლობის ფარგლებში, წინასწარი თხოვნის გარეშე, სხვა მონაწილეს გადასცეს მის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად მიღებული ინფორმაცია, თუ ის მიიჩნევს, რომ ასეთი ინფორმაციის მიწოდებამ შეიძლება დახმარება გაუწიოს ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს წინამდებარე კონვენციით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით გამოძიების ან სასამართლო პროცესის დაწყებასა და განხორციელებაში, ან შეიძლება საფუძველი მისცეს ამ მონაწილეს მოითხოვოს თანამშრომლობა წინამდებარე თავის შესაბამისად.
3. ასეთი ინფორმაციის მიწოდებამდე, ინფორმაციის მიმწოდებელმა მონაწილემ შეიძლება მოითხოვოს, რომ დაცულ იქნეს ინფორმაციის კონფიდენციალურობა ან მოხდეს მისი გამოყენება გარკვეული პირობების დაცვით. თუ ინფორმაციის მიმღებ მონაწილეს არ შეუძლია ასეთი მოთხოვნის შესრულება, ის ამის შესახებ აცნობებს ინფორმაციას მიმწოდებელ მონაწილეს, რომელიც შემდგომ გადაწყვეტს გადაცემულ უნდა იქნეს თუ არა ინფორმაცია. თუ მიმღები მონაწილე ინფორმაციას მიიღებს გარკვეული პირობების დაცვის პირობით, იგი ვალდებული იქნება შეასრულოს ეს პირობები.
4. ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც მოთხოვნილ იქნა მე-13, მე-14 და მ-16 მუხლების შესაბამისად და რომლის მიწოდებაც აუცილებელია ამ მუხლებით გათვალისწინებული უფლებების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მონაწილის მოთხოვნით გადაეცემა დანიშნულებისამებრ, გაჭიანურების გარეშე, წინამდებარე კონვენციის მე-11 მუხლის გათვალისწინები