სახელმწიფო მხარეები კისრულობენ მიიღონ დაუყოვნებელი და ეფექტიანი ზომები, განსაკუთრებით კი სწავლების, განათლების, კულტურისა და ინფორმაციის სფეროებში, იმ უარყოფით განწყობებთან ბრძოლისათვის, რომლებიც იწვევს რასობრივ დისკრიმინაციას, და ერებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის ურთიერთგაგების, შემწყნარებლობისა და მეგობრობის წახალისებისათვის, ისევე როგორც გაეროს ქარტიის, ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ გაეროს დეკლარაციისა და წინამდებარე კონვენციის მიზნებისა და პრინციპების გავრცელებისთვის.

II ნაწილი