1. კოლეგებთან ურთიერთობისას შრომის ინსპექტორი უნდა ხელმძღვანელობდეს პატივისცემისა და პროფესიული სოლიდარობის პრინციპით და მათთან ურთიერთობისას დაიცვას საყოველთაოდ აღიარებული ეთიკის ნორმები და ხელი შეუწყოს ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნას.

2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია:

ა) ყოველდღიურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში პატივი სცეს კოლეგების აზრს, უფლებამოსილებებს და შესასრულებელ/შესრულებულ სამუშაოს, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინოს პირადი უთანხმოებისა და კონფლიქტის თავიდან ასარიდებლად;

ბ) ხელს უწყობდეს კოლეგებს შორის პატივისცემისა და ურთიერთნდობის დამკვიდრებას და თავს არიდებდეს პირადი თუ სხვა სახის კონფლიქტების წარმოშობას ან გაღვივებას;

ბ) პირნათლად შეასრულოს კოლეგებთან დადებული ფორმალური/არაფორმალური შეთანხმებები და აცნობოს კოლეგებს მათი შესრულების შესახებ;

გ) სამუშაოს ეფექტურად შესრულების მიზნით დროულად მიაწოდოს კოლეგებს მის ხელთ არსებული ინფორმაცია;

დ) თხოვნის შემთხვევაში და კომპეტენციის ფარგლებში, დაეხმაროს კოლეგებს სამუშაოს შესრულებაში;

ე) თავი შეიკავოს კოლეგის საქმიანობაში თვითნებური ჩარევისაგან;

ვ) არ მოითხოვოს კოლეგისაგან ისეთი მომსახურების გაწევა, რომელიც გაართულებს ან შეაფერხებს მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას;

ზ) ითვალისწინებდეს პროფესიული სოლიდარობის და ჯანსაღი სამუშაო გარემოს შექმნისათვის აუცილებელ სხვა პრინციპებსა და ნორმებს.

3. შრომის ინსპექტორმა წინასწარი განზრახვით არ უნდა შეიყვანოს კოლეგა შეცდომაში. იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექტორი განახორციელებს არაეთიკურ ქმედებებს მეორე პირზე აზრის გამოთქმის გამო, გამოყენებულ იქნება სათანადო დისციპლინური ღონისძიების ზომ