1. შრომის ინსპექტორი ვალდებულია ამ კოდექსით გათვალისწინებული პრინციპებისა და ქცევის წესების დაცვით, ეფექტიანად, პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხითა და მაღალი პასუხისმგებლობით, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მოვალეობები.
2. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს მის საქმიანობას დაკისრებულ საკითხებზე სწრაფი რეაგირება, ჩაატაროს სრული მოცულობით ყველა ის მოქმედებები, რაც საჭიროა იმისთვის, რომ პროცესი წარმართოს მაქსიმალურად სწრაფად და გონივრულ ვადაში.
3. შრომის ინსპექტორი ვალდებულია, სრული პასუხისმგებლობა აიღოს თავის ქმედებებზე. დაუშვებელია საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის მოხსნა ზემდგომი თანამდებობის პირის მიერ გაცემულ დავალებაზე მითითები