1. შრომის ინსპექტორის ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს კანონის უზენაესობისა და კანონისმიერი დათქმის პრინციპებს, ასევე საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს შრომით კანონმდებლობასთან მიმართებაში. იგი თავისი საქმიანობის დროს უნდა მოქმედებდეს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების შესაბამისად.

2. შრომის ინსპექტორი ასრულებს ხელმძღვანელის დავალებას, თუ ის არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციასა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს.

3. შრომის ინსპექტორი იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კანონის შესაძლო დარღვევები სამსახურშ