ამ კოდექსის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) საჯარო მოსამსახურე – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პროფესიული საჯარო მოხელე, ადმინისტრაციული და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი; აგრეთვე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული თანამდებობის პირი – მმართველობითი ფუნქციის განხორციელებისას, გარდა საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს მინისტრისა და საქართველოს მოსამართლისა;

ბ) საჯარო დაწესებულება – „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;

გ) შრომის ინსპექტორი – სამსახურში დასაქმებული საჯარო მოხელე, რომელიც უშუალოდ არის უფლებამოსილი „საქართველოს შრომის კოდექსის“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონების ფარგლებში შრომითი ნორმების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებაზე, ასევე მთავარი შრომის ინსპექტორი;

დ) საჩუქარი – „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჩუქარი;

ე) მინდობილი ქონება – მატერიალური რესურსი, რომელიც საჯარო მოსამსახურეს გადაცემული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას;

ვ) სამუშაო ადგილი – დამსაქმებლის პირდაპირი თუ არაპირდაპირი კონტროლის ქვეშ მყოფი ადგილი, სადაც სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად უნდა იმყოფებოდეს ან მიდიოდეს საჯარო მოსამსახურე. საჯარო დაწესებულების შენობა/ოფისი, მივლინების ადგილები, საქმიანი ლანჩის/სადილის დარბაზი და სხვა ისეთი ადგილები, სადაც სამსახურებრივი ან/და მისგან გამომდინარე ვალდებულებები სრულდება;

ზ) ინტერესთა შეუთავსებლობა – რეალური ან შესაძლო წინააღმდეგობა პიროვნების კერძო ინტერესსა და მის საჯარო ან კორპორატიულ  ვალდებულებას შორის;

თ) გავლენა – ადამიანის ქცევა, რომელიც ცვლის მისადმი სხვა ადამიანების დამოკიდებულებასა და გრძნობას;

ი) კონფიდენციალურობა – „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში შემუშავებული შრომის ინსპექტორისთვის შემუშავებული სტანდარტი, რომლის ფარგლებშიც მას აქვს ინფორმაციის გაუხმაურებლობის/გასაიდუმლოების ვალდებულება.

თავი II. შრომის ინსპექტორთა საქმიანობის ძირითადი პრინციპე