1. შრომის ინსპექტორი თავისი საქმიანობით ემსახურება სახელმწიფოსა და ხალხს.
2. ხალხისადმი ერთგულება გულისხმობს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას, საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით.
3. სახელმწიფოსადმი ერთგულება გულისხმობს სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებებ