1. სამხედრო მოსამსახურე არის ხალხისა და სახელმწიფოს, აგრეთვე სამხედრო სამსახურის ერთგული.

2. საჯარო ინტერესების უზრუნველყოფის მიზნით ხალხის, სახელმწიფოსა და სამხედრო სამსახურის ერთგულება გულისხმობს:

ა) სახელმწიფოს ძირითადი პრინციპების დაცვას, როგორებიცაა: დემოკრატიის პრინციპი, კანონიერების პრინციპი და საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის უფლებები და თავისუფლებები;

ბ) ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების სხვა მიზნების მისაღწევად თავდადებას, გამბედაობას და სიმამაცის გამოვლენას;

გ) სამსახურებრივი უფლებამოსილების კეთილსინდისიერად შესრულებას;

დ) ხელმძღვანელობისა და თანამებრძოლების ერთგულებას;

ე) რეგიონული და გლობალური სტაბილურობის უზრუნველყოფაში წვლილის შესატანად მზადყოფნა